სააკაშვილის ფაქტორი და ივანიშვილის შიშები - „ქართული ოცნება“ უკრაინას ემუქრება და „ცუდ შედეგს“ უანონსებს
პოლიტიკა - 11:05, 30 Apr, 2020     1247
რეფორმების დარგში უკრაინის ვიცე-პრემიერად სააკაშვილის დანიშვნის საკითხი ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის მორიგ თავსატეხად იქცა, რის გამოც მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებმა, პარტნიორ სახელმწინფოსთან ლამის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია.

ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინისთვის ცუდად დასრულდება. ამ განცხადებას აკეთებს თბილისის მერი კახა კალაძე და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი.

„სააკაშვილის დანიშვნა უკრაინისთვის ცუდი შედეგით დასრულდება“ თუკი უკრაინა სააკაშვილს საშუალებას მისცემს დაინიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება" - განაცხადა კალაძემ უკრაინული ტელეარხის, „112 უკრაინა“ გადაცემაში ჩართვისას.

გია ვოლსკი, რომელიც უკრაინას ასევე „ცუდ დასასრულს“ უანონსებს, უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ სააკშვილის დანიშვნის შესაძლებლობით სპეცსამსახურები უნდა დაინტერესდნენ. ქართული ოცნებისთვის კვლავ აგვისტოს ომის თემა გააქტიურდა. მმართველი პარტიის ლიდერი რუსთაველის გამზირზე პარტნიორი სახელმწიფოს ლიდერების შეკრებას „ტაშ-ფანდურს“ უწოდებს და ქართულ მხარეს ადანაშაულებს.

„უკრაინა სტრატეგიული პარტნიორია იმდენად, რამდენადაც მსოფლიო პოლიტიკის დღეს არსებული პრაგმატიზმი მოითხოვს. „ჩვენი მსხვილი პარტნიორებისთვის - ევროპისა და აშშ- სთვის მნიშვნელოვანია ჩვენ ვიყოთ ახლოს და მთელ რიგ საკითხებზე გვქონდეს კოორდინაცია. საქართველოსაც არ აქვს ფართო პოლიტიკური სპექტრი. არის მიშა სააკაშვილის კლასტერი, არის ხელისუფლება და მცდელობა იმისა, რომ დესტრუქცია მოხდეს, რის სათავეშიც დგას მიხეილ სააკაშვილი. ახლა ეს სააკაშვილი გამოჩნდა უკრაინასთან, რომელთანაც საქართველოს გააჩნია სტრატეგიული ინტერესები. სააკაშვილის პოლიტიკური მომხრესც რომ იყოს, ისიც უნდა ხედავდეს, რომ 2 ქვეყანას შორის ურთიერთობა ფუჭდება სააკაშვილის ფაქტორით", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისი მოსაზრებით, ფარდის მიღმა არიან ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საკაშვილი არის კარგი რესურსი შიდა ძალებთან დასაპირისპირებლად. მისივე განცხადებით, ფინასური დინებების გაკონტროლება არის მთავარი პრობლემა, რაც გააჩნია უკრაინას და მის ახალ პრეზიდენტს. როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, მიხეილ საკაშვილი სახელმწიფო სტრუქტურებიდან კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი კორპორაციის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელიც ნელ-ნელა ყველაფერს დაიქვემდებარებს.

„ეს სქემა შესთავაზა მან ღიად უკრაინელ ხალხს. ეს არ არის მხოლოდ ქართველი ხალხისთვის სილის გაწვნა, არამედ ეს არის სილის გაწვნა, პირველ რიგში, უკრაინელებისთვის", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშნვა უკრაინელებისთვის ცუდი შედეგით დამთავრდება. მისივე განცხადებით, არსებობს დეტალები, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოს არა მხოლოდ უკრაინის ისტებლიშმენტმა, არამედ სპეცსამსახურებმაც. „საინტერესოა, რა პასუხი აქვთ სააკაშვილის მხარდამჭერებს ამ ფაქტზე: 2008 წლის 9 აგვისტომდე ხელისუფლება არ აღიარებდა, რომ რუსეთი შემოსულია საქართველოში. ჯერ კიდევ ივლისში, იმის მაგივრად, რომ უშიშროების საბჭოსთვის მიემართა სააკაშვილს, რომ აგრესია რუსეთის მხრიდან გადაწყვეტილია და განხორციელდება, ნაცვლად იმისა, რომ ხალხი გამოეყვანა იქედან, ის წავიდა იტალიაში პუტინის წარმომადგენლის რჩევით. იქედან ჩამოსულმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი და ცხინვალი რუსეთს არ აინტერესებს. 6-7 აგვისტოს გრიგოლ ვაშაძე ამბობდა, რომ თითქოს მოსკოვში გაოცებულნი იყვნენ, რა უნდოდა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას, კოკოითს. ზუსტად ამ დროს რუსეთის შენაერთები უკვე საქართველოში იყვნენ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილს გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრების გადმოსვენებასთან დაკავშრებით მოლაპარაკებები წარემართა, თბილისში რუსთაველის გამზირზე „ტაშ-ფანდური იყო გამართული".​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42