"თუკი უკრაინა სააკაშვილს საშუალებას მისცემს დაინიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება" - კახი კალაძე
პოლიტიკა - 22:30, 29 Apr, 2020     1195
დარწმუნებული ვარ რომ უკრაინა, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყანა, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და ვიცე-პრემიერის პოსტზე არ დანიშნავს სისხლის სამართლის საქმის გამო გასამართლებულ პირს - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ უკრაინული ტელეარხის, „112 უკრაინა“ გადაცემაში ჩართვისას განაცხადა.

კალაძის თქმით, თუ სააკაშვილი რომელიმე თანამდებობაზე დაინიშნება უკრაინაში, ეს უკრაინისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება.

„დარწმუნებული ვარ რომ უკრაინა, როგორც ჩვენი მეგობარი და ქვეყანა, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს არსებულ მეგობრულ პარტნიორულ ურთიერთობებს და ვიცე-პრემიერის პოსტზე არ დანიშნავს სისხლის სამართლის საქმის გამო გასამართლებულ პირს. თქვენ იცით, რომ სააკაშვილის მიმართ უკვე გამოტანილია განაჩენი სასამართლოს სამივე ინსტანციაში და მათ შორის სტარსბურგშიც. ვფიქრობ, რომ ჩვენი სახელმწიფოების ისტორია და პარტნიორობა, ჩვენი ხალხების ურთიერთობა და მეგობრობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკურ თანამდებობაზე სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლებული პირის დანიშვნა.თუკი უკრაინა მას საშუალებას მისცემს დაინიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე, მაღალი იქნება ის თუ დაბალი, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება. ასეთია მისი ხასიათი, ის ასეთი ადამიანია. ზუსტად ეს მაშფოთებს მეც, როგორც თქვენი ქვეყნის და თქვენი ხალხის ერთ-ერთ თაყვანისმცემელს“, - აღნიშნა კალაძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42