სკანდალი საპატრიარქოში: მეუფე იობს შესაძლოა სინოდი დაატოვებინონ - მძიმე ბრალდებები ურბნისელი ეპისკოპოსის წინააღმდეგ
პოლიტიკა - 12:09, 29 Apr, 2020     2708
მორიგი სკანდალი საპატრიარქოში - მეუფე იობს შესაძლოა სინოდი დაატოვებინონ. მღვდელმთავრები ეპისკოპოსის საკითხს განიხილავენ.
საქმე ეხება კრიმინალურ შემთხვევას სასულიერო პირებს შორის, რომელიც ყინწვისის მონასტერში მოხდა, რა დროსაც, არსებული ინფორმაციით, მეუფე იობმა დამნაშავე პირს ხელი დააფარა.

საეკლესიო სამართლის პრინციპების მიხედვით, მღვდელმთავრები ამბობენ, რომ ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ საპატრიარქომ შესაბამისი ზომები მიიღოს მეუფეს წინააღმდეგ.

ურბნისელი ეპისკოპოსის ბრალდებებს შორისაა მის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებები, რომელსაც ის ხშირად ქადაგების დროს აკეთებდა.

მღვდელმთავრების ნაწილი აცხადებს, რომ საკითხი, რომელიც მეუფე იობის ეპარქიაში მოხდა, სინოდის წევრებმა შიგნით, საპატრიარქოს ზნეობრივ კომისიაზე უნდა განიხილონ.

ცნობისთვის, მეუფე იობმა 20 აპრილს ყინწვისში მომხდარი ფაქტი უარყო. საბოლოო ჯამში კი პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით, მეუფის შვილობილი, მამა დავითი დააკავა.

"მისი (მამა დავითის) ეს მოქმედება, კრიმინალური თვალსაზრისით, აუცილებლად სასამართლომ უნდა განიხილოს. სასამართლომ უნდა გაარკვიოს, არის ეს ბრალის ხელის დაფარება თუ არ არის?!

ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ როცა საქმე სასულიერო პირს ეხება, სიფრთხილეა საწირო, რადგან მათთან ძალიან ბევრ ადამიანს აქვს შეხება და ამას შეიძლება დადებითი ან უარყოფითი შედეგი ჰქონდეს. სიფრთხილეა საჭირო, როცა ასეთი მაღალი იერაქრიის სასულიერო პირზეა საუბარი. თქვან გაინტერესებთ მეუფე იობის საქციელის შეფასება?! - ჩვენ ამას შევისწავლით და იმის მიხედვით რა გვექნება ხელთ, ადეკვატურად მოვიქცევით "- განაცხადა "მთავარ არხთან" მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი კი აღნიშნავს, რომ ზნეობრივ კომისიაში, რომელმაც მეუფე იობის შესაძლო გადაცდომა შესაძლოა განიხილოს, თავად მეუფე იობიც ირიცხება.

მეუფე ანტონმა მსგავსი სხდომის გამართვა არ გამორიცხა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლ კაციას თქმით, ფაქტის განხილვა თავდაპირველად იმ ეპარქიაში უნდა მოხდეს, სადაც ინცინდენტი მოხდა და შემდეგ უკვე სინოდზე.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მაღალი იერარქი დამნაშავეს ხელს აფარებს, საეკლესიო სამართლის მიხედვით საკითხით სინოდი ინტერესედება.

თეოლოგები ამბობენ, რომ მეუფე იობი არ აცნობიერებს საკუთარ მოქმედებას. საეკლესიო სამართლის პრინციპებს რაც შეეხება, სპეციალისტების განცხადებით, ყველა საფუძველი არსებიბს იმისთვის, რომ საპატრიარქომ გარკვეული ზომები მიიღოს.

"მეუფე იობმა არც დამნაშავე მღვდლის მიმართ გამოიჩინა რაიმე ტიპის ყურადღება, იმ თვალსაზრისით, რომ ზომები მიეღო და არც საკუთარ წილ პასუხისმგებლობას აცნობიერებს. გახსოვთ, როგორც ცდილობდა მიეჩქმალა აღნიშნული ფაქტი და უარყოფდა - ამბობდა არავითარ ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია სამონასტრო გარემოშიო, რაც იმ ფაქტების გამომზიურებით გაქარწყლდა, რომელიც ამ დანაშაულის შემთხვევაში ფიქსირდებოდა.

მე ვფიქრობ, რომ მეუფე იობს, როგორც მორალურ-ზნეუბრივი, ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკუთვნის.

ჩემი ვარაუდით, წმინდა სინოდი მას გარკვეულ გაფრთხილებას მისცემს პირველ ეტაპზე. როგორც მინიმუმ, ამ საკითხზე მსჯელობა იქნება"- ამბობს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

თეოლოგ, ვლადიმერ ნარსიას თქმით, მამა დავით აქიაშვილი, მეუფის უახლოესი გარემოცვაა და პრივილეგიებით სარგებლობდა.

"ის მაღალი ნდობით სარგებლობდა ეპარქიის ეპისკოპოსის მხრიდან. ეს ნდობა ზოგჯერ იმუნინეტის სახითაც კი იყო გამოყენებული. საკმაოდ პრეტენზიული ადამიანი იყო და უჭირდათ მასთან ურთიერთობა.

როცა ეპისკოპოსი იტყუება, როცა იტყუება სასულიერო პირი, რომელიც დაზარალებულადაა მიჩნეული, როცა ადვოკატი აჰყავთ, იმის გამო რომ დაიცვან სახელმწიფო ბრალდებისგან, იმ სახელმწიფო ბრალდებისაგან, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მამალაძეს სცილს სწამებდა. მაშინ საპატრიარქო გვეუბნებოდა, რადგან ჩვენ ეკლესია ვართ, და ყოველთვის სახელმწიფოს პოზიციას ვიზიარებთო. ვენდობით მასო და ახლა რატომ არ ენდობიან სახელმწიფოს?!"- განმარტავს ნარსია.

ყინწვისში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა და ბრალდებული სასულიერო პირი - ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს, მამა დავითს (აქიაშვილი) ერისკაცობის სახელი - კობა კობაიძე. ავტ. არქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ეპარქიის წინამძღვრის, მეუფე იობის შვილობილი, ინცინდენტის დღეს, მას შემდეგ რაც მან არქიმანდროტის ავტომობილი დაცხრილა, პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა, თუმცა მამა დავითი მალევე გაათავისუფლეს და ხელახალ დაკავებამდე, მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ ფერმას აფარებდა თავს,

საპატრიარქო და მათშორის შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ერთი კვირის განმავლობაში დუმდა.

სასულიერო პირს უკვე აუყვანეს საქართველოში ცნობილი ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე, რომელიც ბრალდებულ სასულიერო პირს შეხვდა და დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ თქვა, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფოტრმაციით, დაკავებულმა გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს. "ნიუპოსტი" კი 20 აპრილს მომხდარი გარჩევის შესახებ, სისხლიანი დაპირისპირებიდან რამდენიმე საათში წერდა.

ჩვენი წყარო, ყვება, რომ მამა დავითსა და არქიმანდრიტ საბას შორის დაპირისპირება, მონასტრის ტერიტორიაზე, ტრაპეზობისას დაიწყო, საქმე იქამდე მივიდა, რომ საჭირო გახდა მეუფე იობის ჩართვაც, რომელიც მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირებულებს აშველებდა.

საპატრიარქოში ყინწვისის მონასტერში მომხდარ ფაქტზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42