„ჰოლიდეი ინ“-ში სქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შესახებ იმსჯელეს
საზოგადოება - 15:27, 07 Nov, 2013     1934

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა (GEOSTAT) და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) ხელმძღვანელები, დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში, საქართვერლოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერასთან დაკავშირებით, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისთვის. მითუმეტეს, მნიშვნელოვანია იგი საქართველოსთვის, რომელმაც 10 წელი დაკარგა ამ მიმართულებით. საქართველოს სჭირდება რეალური ციფრები, ზუსტი ინფორმაცია იმისთვის, რომ სწორად დაგეგმოს ქვეყნის განვითარების სტარატეგიები,“ - განაცხადა კონფერენციის გახსნისას დავით ნარმანიამ, - „ჩვენ უკვე ბევრი სამუშო ჩავატარეთ: დაზუსტდა გეოინფორმაციული სისტემა, წინასწარი გამოკითხვები ჩატარდა აჭარაში, გურიაში, კახეთში. მალე ამ ჩამონათვალს დაემატება თბილისიც. ეს ხანგრძლივი, შესაბამისად, ხარჯიანი პროცესია, ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მასში დონორი ორგანიზაციების ჩართვა. მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს მოსახლეობის ფონდსა და მსოფლიო ბანკს, რომლებიც აქტიურად გვიჭერენ მხარს ამ საქმეში.“

გაეროს მოსახლეობის ფონდი, მისი მანდატიდან გამომდინარე, ტექნიკურ დახმარებას უწევს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა დახმარება გაუწია 2002 წელს  ჩატარებულ საყოველთაო აღწერას და აგრძელებს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას 2014 წლის აღწერისათვის.

„ის სამუშო, რომელიც მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ უკვე გასწია გვაძლევს იმედს, რომ 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა მაღალი ხარისხით ჩატარდება, რისთვისაც, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ დავით ნარმანიას,“ - განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში თამარ ხომასურიძემ, - „ამ აღწერას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლებისათვის, არამედ დონორი ორგანიზაციებისათვისაც, რომლებიც შეძლებენ საკუთარი პროგრამები უფრო მიზანმიმართულად, აღწერის შედეგებით გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად დაგეგმონ და განახორციელონ.“

საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიაში, რომელიც მოსახლეობის საყოველთაო აღწერას გეოინფორმაციული სისტემების გამოყენებით განახორციელებს. 2014 წლის აპრილამდე მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები, კერძოდ: თითოეულ შენობაში მოსახლეობისა და შინამეურნეობების რაოდენობის წინასწარი დადგენის მიზნით, მოხდება შენობებისა და მათში მცხოვრები მოსახლეობის წინასწარი შემოვლა. აღნიშნულ სამუშაოებში დასაქმებულთა რაოდენობა მიაღწევს დაახლოებით 4 ათას ადამიანს.

„კმაყოფილები ვართ მოსახლეობის აქტიურობით, რაც უკვე ჩატარებული სამუშოების დროს გამოჩნდა,“ - განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილემ, თენგიზ ცეკვავამ, - „მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება საველე სამუშაოების მეორე, უმნიშვნელოვანესი ეტაპი - მოსახლეობის აღწერა. ამ მიზნისთვის შეირჩევა დაახლოებით 15 ათასამდე პერსონალი, რომლებიც სპეციალური კითხვარების მეშვეობით ინდივიდუალურად გამოკითხავენ მოსახლეობას. აღსანიშნავია ისიც, რომ აღწერაზე გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარების შესახებ. შესაბამისად, სოციალურ და დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 18 მილიონ ლარზე მეტი ჯდება და ამ თანხის ძირითადი ნაწილი აღწერისთვის დაქირავებული ადამიანების შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება.

2013 წლის 2 აპრილს, საქართველოს მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო  კომისიამ  დაამტკიცა საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა და მიიღო გადაწყვეტილება მოსახლეობის აღწერის 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარების შესახებ.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42