ივანიშვილის გუნდის ანტიკრიზისული გეგმა "დიდი ტყუილი აღმოჩნდა" - ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ თვითდასაქმებულები შიმშილისთვის გაწირა
პოლიტიკა - 13:22, 28 Apr, 2020     798
"მოსახლეობის დაცინვა და შიმშილისთვის გაწირვა" - ასეთი მძაფრია ოპოზიცია თავის შეფასებაში, როცა ის ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრობს.

"ქართული ოცნების" ოპონენტები, რომლებმაც მთავრობის გეგმა შეისწავლეს, აცხადებენ რომ ივანიშვილის გუნდი, თვითდასაქმებულებს ულუკმაპუროდ ტოვებს.

ირკვევა, ისიც რომ ერთჯერადად 300 ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ ძიძები, რეპეტიტორები, სოფლად მცხოვრები ადამიანები და სხვა. ხელისუფლებისგან უყურადღებოდ რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი შემოსავლების დოკუმენტალურად დადასტურებას ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი "ქართულ ოცნებას" ტყუილში ამხელს:

"მოქალაქე კალკულატორს თუ აიღებს, მარტივად გაყოფს, რომ 850 000-ს არ ეყოფა ის 300 ლარი. ამისთვის 75 მილიონი ლარია გამოყოფილი და ეს თანხა ეყოფა 200 000-ს. ანუ ძირშივე იციან, რომ იმ 850 000 თვითდასაქმებულიდან 600 000 ადამიანი ამ დახმარებას ვერ მიიღებს. ის ერთი ადამიანი, რომელსაც აძლევენ 200 ლარს, მარტო თავის თავს კი არა ოჯახს ინახავდა, მათ შორის ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფო საერთოდ არაფერს არ აძლევს: ძიძებს, მძღოლებს, გლეხს, იმ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულ ხელობაზე მუშაობდნენ. ეს ადამიანები ხელისუფლებამ თავის ოჯახებიანად მიატოვა ხელისუფლებამ"- აცხადებს ხაბეიშვილი.

მმართველი პარტიის ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებენ "ევროპულ საქართველოშიც". პარტიის წევრი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ "მილიონამდე თვითდასაქმებულისთვის ხელისუფლების პასუხი რბილად რომ ვთქვათ დაცინვაა":

"აქ პრობლემა კიდევ იმაშია, თუ ვის შეხვდება ეს ფული. იმის ნაცვლად, რასაც ევროპული საქართველო ითხოვდა, რომ მილიონი თვითდასაქმებულიდან გამოგვეხშირა მაღალშემოსავლიანი ოჯახის წევრები და დაბალშემოსავლიანებისთვის, მიგვეცა უკლებლივ ყველასთვის, მთავრობა წავიდა საპირისპირო გზით - ახლა ამ მილიონ ადამიანში უნდა იპოვეს რამდენიმეათასი ადამიანი, რომელსაც ამ თანხას ჩაურიცხავს და ამ დახმარებას ვერ მიიღებს ათიათასობით ადამიანი"- აცხადებს ჭიაბერაშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42