ყინწვისში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა და დაკავებული სასულიერო პირი - განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მამა დავითს, 15 წლამდე პატიმრიბა ემუქრება (ახალი დეტალები)
სამართალი - 11:54, 28 Apr, 2020     2426
ყინწვისში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა და ბრალდებული სასულიერო პირი - ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს, მამა დავითს (აქიაშვილი) ერისკაცობის სახელი - კობა კობაიძე. ავტ. არქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ეპარქიის წინამძღვრის, მეუფე იობის შვილობილი, ინცინდენტის დღეს, მას შემდეგ რაც მან არქიმანდროტის ავტომობილი დაცხრილა, პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა, თუმცა მამა დავითი მალევე გაათავისუფლეს და ის გუშინ დღემდე, მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ ფერმას აფარებდა თავს, საპატრიარქო და მათშორის შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ერთი კვირის განმავლობაში დუმდა.

დაკავებულ სასულიერო პირს მთავარი საგამოძიებო ორგანო ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენს. მამა დავით აქიაშვილი კი მანამდე გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში დარჩება.

სასულიერო პირს უკვე აუყვანეს საქართველოში ცნობილი ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე, რომელიც ბრალდებულ სასულიერო პირს უახლოეს საათებში შეხვდება. "ნიუპოსტი" უფლებადამცვალის კომენტარს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.

საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულმა გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს. "ნიუპოსტი" კი 20 აპრილს მომხდარი გარჩევის შესახებ, სისხლიანი დაპირისპირებიდან რამდენიმე საათში წერდა.

ჩვენი წყარო, ყვება, რომ მამა დავითსა და არქიმანდრიტ საბას შორის დაპირისპირება, მონასტრის ტერიტორიაზე, ტრაპეზობისას დაიწყო, საქმე იქამდე მივიდა, რომ საჭირო გახდა მეუფე იობის ჩართვაც, რომელიც მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირებულებს აშველებდა.

მონასტერში მომხდარის შესახებ საუბრისგან თავის იკავებენ, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ინცინდენტში მეუფის თანდასწრებით არ მომხდარა.

ინცინდენტს მალავდა არქიმანდრიტი საბა მუჯირიც, და ირწმუნებოდა, რომ მასსა და მამა დავით შორის ინცინდენტი არ მომხდარა.

როგორც ცნობიალია, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირი ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის შვილობილია. "ნიუპოსტის" ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ, მეუფემ ობოლი ბიჭი, კობა კობაიძე დავით გარეჯში, მონასტრიდან წამოიყვანა, სასულიერო წოდება და საკუთარი გვარი მისცა.

შეგახსენებთ, კობა კობაიძე, იგივე მამა დავით აქიაშვილი ბრალდებულია მონანული ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა საბა ჟღენტის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42