"თუ რაიმე სახის ეპიდემიოლოგიური პრობლემა შეიქმნა, გვექნება უფლება, გადავდოთ შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ეტაპები" - თურნავას მიმართვა კომპანიებს
პოლიტიკა - 18:33, 27 Apr, 2020     796

ის ფაქტი, რომ ონლაინ ვაჭრობის სფეროს და ბევრ კომპანიას საშუალება მიეცათ გააგრძელონ საქმიანობა შეზღუდვების შერბილების პირველივე ეტაპზე, კარგი შესაძლებლობაა როგორც მომხმარებლისთვის, რომ მიიღოს სასურველი პროდუქცია, ასევე თავად კომპანიებისთვის, რომელთაც ამავდროულად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, უზრუნველყოს თანამშრომლისა და მომხმარებლის უსაფრთხოება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, კომპანიები, რომელთაც დღეს ონლაინ განაახლეს საქმიანობა ან გადავიდნენ საქმიანობის დისტანციურ ფორმატზე, ვალდებული არიან ზედმიწევნით ზუსტად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი გაიდლაინები, რომელთა დაკმაყოფილება დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.

„პირველ რიგში, ეს საჭიროებს უბრალოდ პასუხისმგებლიან მიდგომას იმ კომპანიების მხრიდან, ვისაც დღეიდან ეძლევა ფუნქციონიებს საშუალება. ეს არის ელემენტარული პირობები, რომელიც გაწერილია ჯანდაცვის გაიდლაინებში",- აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, კომპანიები ვალდებული არიან უზრუნველყონ თანამშრომლები პირადი დაცვის საშუალებებით, მათ შორის პირბადეებითა და ხელთათმანებით, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც მიტანის სერვისს ახორციელებენ და მომხმარებელთან ადგილზე მისვლა უწევთ. ასევე კომპანიებმა უნდა მოახდინონ ოფისებისა და საწყობების პერიოდული დეზინფექცია, უნდა ჰქონდეთ თერმოსკინრინგი, ოფისში ერთდროულად არ უნდა ჰყავდეთ 5 ადამიანზე მეტი და სხვა წესების დაცვა, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

„მივმართავ მათ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები, დაიცვან სანიტარული ნორმები, აკონტროლონ თანამშრომლები - ჰქონდეთ გამართული მოკვლევადობის სისტემა, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს პირადი დაცვის საშუალებები და სხვა. მინდა აღვნიშნო, რომ პირველივე ეტაპზე ამოქმედებულ კომპანიებს დამატებითი პასუხისმგებლობა აკისრიათ როგორც საკუთარ ბიზნესზე, ასევე კლიენტის ჯანმართელობასა და შეზღუდვების შერბილების შემდგომი ეტაპების ამოქმედების გეგმის შეუფერხებლად გაგრძელებაზეც. თუ ამ პერიოდში ამ კუთხით რაიმე სახის ეპიდემიოლოგიური პრობლემა შეიქმნა, ნებისმიერ დროს გვექნება უფლება და მოვალეობაც, რომ გადავდოთ შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ეტაპები. ამიტომ ონლაინ კომპანიები უნდა იყონ ჩვენი თანამოაზრეები ამ ნაწილში. ამასთან, მინდა ბევრ კომპანიას გადავუხადო მადლობა, ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება ამ მოთხოვნებს და ასრულებს მათ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42