ვაშაძე ხელისუფლებას: "დროულად წარმოადგინეთ დოკუმენტი, სადაც წერია თუ რა სტრატეგიით აპირებთ მასობრივი ტესტირების დაწყებას“
პოლიტიკა - 15:39, 27 Apr, 2020     707
"ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს, „დროულად წარმოადგინონ დოკუმენტი, სადაც წერია თუ რა სტრატეგიით აპირებენ მასობრივი ტესტირების დაწყებას“:"ბოლო დღეებში გაკეთებულმა არაერთმა განცხადებამ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ნათლად აჩვენა, რომ სამწუხაროდ "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად წელავს საყოველთაო ტესტირების დაწყებას ქვეყანაში, რისი მსხვერპლიც უკვე ექიმები არიან მაგალითად თეთრიწყაროში. ყველა ახალი შემთხვევა,რომელიც გამოვლენილია არის იმიტომ, რომ დროულად არ ტარდება ტესტირება. დიაგნოსტიკა და ტესტირება არ არის ხელმისაწვდომი მათთვისაც კი ვისაც ეს სჭირდება. მივმართავ მთავრობას, რომ სასწრაფოდ წარმოადგინეთ საჯაროდ დოკუმენტი, რომელშიც წავიკითხავთ რა სტრატეგიით აპირებთ მასობრივი ტესტირების დაწყებას და განხორციელებას ქვეყანაში. სწორედ თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების გამო ჩვენ უკვე ორი თვეა ველოდებით ტესტებს ქვეყანაში.ვრცელდება ვირუსი და რაც ყველაზე საგანგაშოა ოთხი მილიარდი ლარი უკვე დაკარგა ქართულმა ეკონომიკამ, ყოველდღიურად კი საქართველო ღარიბდება ასი მილიონი ლარით.პარასკევს წარმოადგინეს რამდენიმე ფარატინა ფურცელი პრეზენტაციის სახით, რომელსაც დოკუმენტი არ ახლდა და ის დახმარებებიც კი როგორც ჩანს მაისის ბოლოდან დაიწყება, ყოველ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ასე განაცხადა.ერთის მხრივ სერიოზული პრობლემაა ჯანმრთელობის კუთხით, რომელიც თქვენ შეგვიქმენით და მეორეს მხრივ მოსახლეობა შიმშლისთვის გაიწირა. მიზანი მმართველ გუნდს ერთადერთი გაქვთ:ხელისუფლების შენარჩუნება და პროცესის გაწელვა არჩევნებამდე, რომ ზედამხედველები იყოთ საქართველოს მოსახლეობის. მეგობრებო ყველაფერს აქვს საზღვარი, ყველაფერს აქვს რაციონალური მარცვალი, ხომ არ შეიძლება, რომ საქართველოს მთელი მოსახლეობა მსხვერპლი იყოს თქვენი უკიდეგანო დანაშაულებრივი ქმედებების. თქვენ ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ გავჩუმდეთ და გვერძე გავიწიოთ. ყოველდღიურად ვხედავთ თქვენს დანაშაულებრივ ქმედებებს:
1) არ გვაქვს მასობრივი ტესტირება, შესაბამისად ვირუსი ვრცელდება;
2) ეკონომიკა გაჩერებულია უკვე ხელოვნურად ქვეყანაში.მანქანების აკრძალვა იმიტომ კიარ მოიხსნა, რომ რამე განსაკუთრებული მოხდა ქვეყანაში, უბრალოდ თქვენი პოხონდრიის ვადა დამთავრდა. დროულად მასობრივი ტესტირება!დროულად ეკონომიკის ამუშავება! და რაც ყველაზე მთავარია დროულად მოხდეს დახმარება მშიერი ადამიანების. ხალხი მშიერია და თქვენ ბიუროკრატიებზე ფიქრობთ.ხალხნო თქვენ ხომარ გგონიათ, რომ ხალხი ისეთივე უზრუნველყოფილია, როგორც თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები. გამოფხიზლდით, მოიქოქეთ და ამოქმედდით არ გაპატიებთ ამ დანაშაულებრივ ქმედებებს და კიდევ ერთხელ ვამბობ1) დროულად დაიწყოს მასობრივი ტესტირება;
2 ) მიზნობრივი დახმარება უნდა დაიწყოს დღესვე, ხვალვე და არა ერთი თვის შემდეგ და
3) დროულად მოიქოქოს ეკონომიკა, სხვა გამოსავალი არ არის. არ მოგცემთ ჩვენს ზედამხედველებად გაფორმების უფლებას შემდეგი ექვსი თვის მანძილზე" - აცხადებს გიორგი ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42