ფარცხალაშის "ნარუშილოვკა" და დაკეტილი შსს - ყოფილი მთავარი პროკურორისთვის საშვის გაცემის საკითხი კვლავ ბუნდოვანია
პოლიტიკა - 15:00, 27 Apr, 2020     923
ოთარ ფარცხალაძისთვის საშვის გაცემის საკითხი კვლავ ბუნდოვანია - არც შსს და არც მთავრობის ადმინისტრაცია ოპოზიციის კითხვებს არ პასუხობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გომელაურის უწყებაში სპეციალური განცხადების შეტანა ვერ შეძლო.

ენმ-ს წევრს უწყება დაკეტილი დახვდა.

ხაბეიშვილი ფარცხალაძის დაჯარიმების ქვითრის გასაჯაროებას ითხოვს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო არის დაკეტილი. განცხადების შეტანა ფაქტობრივად შეუძლებელია. 3 კანონდარღვევაა სახეზე. ან გამოგვიგზავნონ 3-ლარიანი ფარცხალაძის ქვითარი, რომელიც დააჯარიმეს და განმეორების შემთხვევაში მას 6-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ან მინისტრმა და სამინისტრომ ახსნას, რანაირად ხდება, რომ სხვა ადამიანებს 3-ლარიან ჯარიმას უწერენ მაშინ როდესაც მაგალითად მეუღლე უზის წინ, და ფარცხალაძეს საშვის გარეშეც შეუძლია წინ დაისვას თანმხლები პირი და ფეხებზე დაიკიდოს კანონი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ფაქტს "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, ადგილი გვაქვს საზოგადიების აბუჩად აგდებასთან.

"ნეპოტიზმის, ფავორიტიზმის, კორუფციის პირობებში "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის ამ უმძიმესი კრიზისის დროსაც კი, ზრუნვის საგნად რჩება არა საზოგადოების ინტერესები, არამედ მისი ცალკეული წევრების, ხელისუფლების ფავორიტი ადამიანების კეთილდღეობა. ეს არის დანარჩენი საზოგადოების აბუჩად აგდება, რომელიც ხელისუფლებამ უმანქანოდ სახლში გამოკეტა, მათი დიდი ნაწილი ამის გამო დატოვა შემოსავლის გარეშე და თითოეულ მათგანს მნიშვნელოვნად გაურთულა ცხოვრება", - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპყრარმა.

სისტემურ პრობლემებზე საუბრობს "ლელოს"- წევრი კახა კოჟორიძე. მან ხელისუფლება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

"ბატონი ოთარი ცნობადი სახეა და მაგიტომ გახდა ჩვენთვის ცნობილი ეს ამბავი, თორემ ისე, რომ მასიურად ხდებოდა არასწორად ჩვენი შეფასებით ამ საშვების და ნებართვის გაცემა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ყველა ადამიანს შეეძლებოდა დაენახა მარტივი მოქმედებით. მათ როგორც სჩვევიათ ხოლმე საშვებს გასცემდნენ თავიანთ ნათესავებზე, მეგობრებზე, საძმო-სანაცნობოზე. ვსაუბრობთ სავარაუდო სისტემურ დარღვევაზე. ამ შემთხვევაში მხოლოდ ოთარ ფარცხალაძის დარღვევაზე კი არ მინდა აქცენტი გავაკეთო, აქ მთავარია სისტემა როგორ მუშაობს", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

იმ პირობებში, როცა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას საგანგებო მდგომარეობის გამო ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდული ჰქონდა, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე რუსთაველის გამზირზე ავტომანქანით დააფიქსირეს.

თითქმის ცარიელ რუსთაველის გამზირზე ოთარ ფარცხალაძე შავი “რეინჯ-როვერით” გადაადგილდებოდა. ავტომობილს ის თავად მართავდა, გვერდით კი კიდევ ერთი მგზავრი ეჯდა რომელიც ასევე კანონ დარღრვევაა.

ცნობისთვის, მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვის შემდეგ მხოლოდ იმ მანქანებს ჰქონდათ მოძრაობის უფლება, რომლებზეც სპეციალური საშვები გაიცემა, რა სტატუსით მიიღო ოთარ ფარცხალაძემ საშვი, ამას "ნიუპოსტი" მთავრობის ადმინისტრაციაში არკვევს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42