კლინიკად 2 პაციენტი უკვე გაეწერა და კიდევ რამდენიმე ადამიანის გაწერას პროგნოზირებენ.
"რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ იმყოფება 64 პაციენტი. აქედან 47 პაციენტს აქვს კოვიდ-19. გუშინ დაგვემატა 7 კოვიდინფიცირებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 2 პაციენტი გაეწერა კლინიკიდან. დღეს 6 პაციენტს რეტესტირება უკეთდება. თუ ამ 6-ვე პაციენტზე ისევ უარყოფითი პასუხი მოვიდა, მათაც ხვალ გავუშვებთ სახლში. გარდა ამისა დღეს 3 პაციენტს პირველადი ტესტირება ჩაუტარდა და ვნახოთ როგორი შედეგი იქნება. 13 პაციენტს გაუკეთდა ასევე დღეს კვლევა და ვნახოთ რა შედეგი დადგება. ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და მხოლოდ ერთ პაციენტს აქვს პნევმონია. მათი კლასტერები ცნობილია, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით. ერთი არის თეთრიწყაროდან, ნაწილი კი, თბილისიდან", - განაცხადა ლევან გოფოძემ.
მასალის გამოყენების პირობები






