ფარცხალაძის "ნარუშილოვკა" - ოპოზიცია შსს-სგან განმარტებას და რეაგირებას ითხოვს
პოლიტიკა - 10:45, 27 Apr, 2020     974
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი დღეს შინაგან საქეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით მიმართავს. ოპოზიციონერი დეპუტატი გომელაურის უწყებისგან ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კანონდარღვევაზე რეაგირებას მოითხოვს.

დეპუტატი, რომელმაც ფარცხალაძე კანონდარღვევისას გადაიღო ითხოვს გასაჯაროვდეს ინფორმაცია რის საფუძველზე და რა საშვით გადაადგილდებოდა ყოფილი მთავარი პროკურორი მკაცრი შეზღუდვების პირობებში.

ხაბეიშვილი ასევე ითხოვს კითხვაზე პასუხს: საგანგებო რეჟიმის დროს, რატომ იჯდა ფარცხალაძის ავტომობილის წინა სავარძელზე თანმხლები პირი.

"დამნაშავე ფარცხალაძეს დაუწერონ 3 000 ლარიანი ჯარიმა ან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაასაჯაროონ, დისტრიბუტორის საშვი ჰქონდა ბატონ ფარცხალაძეს, ექიმის საშვი ჰქონდა ბატონ ფარცხალაძეს თუ ის ისევ რომელიმე თანამდებობას იკავებს და ეს თანამდებობამ არ იცის.

რატომ ხდება, რომ ფარცხალაძეს შეუძლია ყველაფერი, მათ შორის წინ რომ დასვას ადამიანი, ხოლო რიგით ადამიანს, რომელიც მეუღლესთან ერთად გადაადგილდებოდა 3 000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის გარდა, საქართველოსთვის მთავრობისგან "ლელოც" მოითხოვს, გასცეს საჯარო ინფორმაცია, თუ რომელმა უწყებამ და რის საფუძველზე გასცა ყოფილ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე მანქანით გადაადგილების საშვი.

კოჟორიძემ მთავრობის ადმინისტრაციას წერილობითი განცხადება უკვე შეიტანა.

კოჟორიძე ინტერესედება, თუ ფარცხალაძეზე საშვი გაცემული არ იყო, მაშინ რა რეაგირება მოჰყვა ინფორმაციის გავრცელებას.


"ნიუპოსტი" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კომენტარს ელოდება, მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

იმ პირობებში, როცა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას საგანგებო მდგომარეობის გამო ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდული ჰქონდა, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე რუსთაველის გამზირზე ავტომანქანით დააფიქსირეს.

თითქმის ცარიელ რუსთაველის გამზირზე ოთარ ფარცხალაძე შავი “რეინჯ-როვერით” გადაადგილდებოდა. ავტომობილს ის თავად მართავდა, გვერდით კი კიდევ ერთი მგზავრი ეჯდა რომელიც ასევე კანონ დარღრვევაა.

ცნობისთვის, მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვის შემდეგ მხოლოდ იმ მანქანებს ჰქონდათ მოძრაობის უფლება, რომლებზეც სპეციალური საშვები გაიცემა, რა სტატუსით მიიღო ოთარ ფარცხალაძემ საშვი, ამას "ნიუპოსტი" მთავრობის ადმინისტრაციაში არკვევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42