,,ნიუპოსტის" კორესპნდნეტის ცნობით, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მღვდლები ერმანეთს სოფლების: ღვლევი-სკრის გასაყართან, 20 აპრილის ღამეს დაუპირისპირდნენ.
ჩხუბი ერთი სასულიერო პირის დაჭრით დასრულდა და ადგილზე ორი დღის განმავლობაში სამართალდამცველები მუშაობდნენ. ხალხი ამბობს, რომ პოლიცია იმ პირებს ეძბდა, ვინც ღამით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაიგეს.
ქარელის რაიონში გვიყვებიან, რომ ამბის დეტალებებზე საუბრისგან აქ ყველა თავს იკავებს რადგან, ჯრიმინალური დაპირუსპირების მთავარი ფიგურანტი მიტროპოლიტ იობის შვილობილია და დიდი გავლენებით სარგებლობს. მანა დავითი ყინწვისის მონასტრის წინამძღვარია, სწორედ მან დაჭრა მკლავის არეში მონანული ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვარი საბა, რომელთანაც დაპირისპირება თავდაპირველად იობის თანდასწრებით მოუხდა. არქიმანდრიტი საბა ფაქტს ამ დრომდე არ ადასტურებს.
ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება შიანაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო თუმცა, დაკავებული ამ დრომდე არავინ არის. გადამალულია მანქანაც, რომელსაც ტყვების კვალი ამდრომდე ერყობა.
მასალის გამოყენების პირობები






