თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. რეგიონში ამ დროისთვის, 21 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრიდანაა.
როგორც თეთრიწყაროს მერმა, გიორგი ქორიძემ განაცხადა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და სავარაუდოდ ხვალ შუადღისას უკვე ცნობილი გახდება იმ პირთა კონტაქტები, ვისთანაც ინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ.
„ამ დროისთვის გვაქვს სულ 21 შემთხვევა. კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა „კოვიდ-19“. თეთრიწყაროში განვათავსეთ სამი ბლოკპოსტი. ამ დრომდე მუშაობენ ეპიდემიოლოგები და ადგენენ კონტაქტებს. სავარაუდოდ ხვალ შუადღისთვის უკვე გვეცოდინება ის წრე, ვისთანაც ინფიცირებულებს ჰქონდათ კონტაქტი. აქტიურად ვაგრძელებთ თერმოსკრინინგს. მინდა, მივმართო მოსახლეობას, მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყარო დაკეტილია, სურსათისა და წამლებით მომარაგების პრობლემა რეგიონში არ იქნება“, – განაცხადა თეთრიწყაროს მერმა.
მასალის გამოყენების პირობები






