"ფულის დარიგება არ არის ეკონომიკა და კრიზისის დაძლევა, ამ გეგმას ნაფიქრალის არაფერი ეტყობა, ეს არის სუფთა ბუღალტერია" - დავით ჭიჭინაძე მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაზე
პოლიტიკა - 14:38, 26 Apr, 2020     552


პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრობს.

იგი აცხადებს, რომ ოქტომბერი, ნოემბრის დასაწყისი ყველაზე კატასტროფული პერიოდი იქნება ეკონომიკურითვალსაზრისით.

მისი თქმით, ფულის დარიგება არ არის ეკონომიკა და კრიზისის დაძლევა. მითუმეტეს, რომ ამ გეგმას ნაფიქრალის არაფერი ეტყობა, ეს არის სუფთა ბუღალტერია.


“ანუ რისკენ არის ეს ნაბიჯები მიმართული, ეს აკლია ამ გეგმას. ჩვენ არ ვართ ამერიკა, ვბეჭდოთ დოლარი და ვყაროთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უფრო გარკვეული გზავნილია წინასაარჩევნოდ.

მითუმეტეს, 200-200 ლარს რომ ურიგებენ ხალხს ახლა, სექტემბერსა და ოქტომბერში, მეტს კი არ ურიგებენ საარჩევნო აგიტატორებს - 150 ლარია აგიტატორის ხელფასი. მუდმივად ჟღერდებოდა, რომ აპირებენ თავისი მილიარდის დახარჯვას,და აგერ, ბიუჯეტით დაიწყეს მათი გახარჯვა” “ – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

„ თუმცა, სანამ ამ რეალობიდან არ გამოვალთ, სანამ არ დავინახავთ, რა რეალობაში ვიმყოფებით, არც არჩევნების ჩატარებას აქვს აზრი. შესაბამისად დიდია არჩევნების ვერ ჩატარების ალბათობა.

რადგან არ შეიძლება ჩაატარო არჩევნები მარტო იმიტომ, რომ ორ თვეში ისევ კრიზისი შეგექმნას. არჩვენების ჩატარების თარიღიც ხელისუფლების ხელშია – როცა უნდათ, გადაწევენ, როცა უნდათ – გადმოწევენ.

თუმცა, ოქტომბერი, ნოემბრის დასაწყისი ყველაზე კატასტროფული პერიოდი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით, არა მარტო ჩვენთვის, მსოფლიოს მასშტაბით. სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდებით. ის ხალხი, რომელიც დღეს ფიქრობს, რომ უფლებას მისცემენ და რაღაცას რომ გააკეთებენ, ძველ ცხოვრებას დაუბრუნდებიან, ეს ილუზია 2-3 თვეში გაივლის. იმიტომ რომ, ისინი ბანკების წინააღმდეგ პირისპირ დარჩებიან, რაც გარდაუვალ გაკოტრებას ნიშნავს ” - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42