17 ოქტომბერს დაკარგული ნინო გვასალიას დედა მორიგ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 13:21, 07 Nov, 2013     14787

17 ოქტომბერს დაკარგული ნინო გვასალიას დედა, ლალი ცინცაძე გამოძიებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ლალი ცინცაძე "ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„22-ე დილა გათენდა 17 ოქტომბრის შემდეგ და გამოძიებას ისევ არაფერი აქვს:( არც მიმართულება, არც რაიმე კვალი... ფაქტია, რომ პოლიცია ქალაქის შესასვლელ-გასასვლელებს ვერ აკონტროლებს! რა გამოდის, კამერებიან დედაქალაქში ტაქსის მოძრაობის მიმართულებაც კი ვერ დავადგინეთ?! გამოდის, რომ შეგიძლიათ ჩაიდინოთ ნებისმიერი დანაშაული, ჩაჯდეთ ტაქსიში ხახანაშვილის ქუჩაზე და ოთხივე კუთხით გზა ხსნილი გაქვს?!!! გამოდის, რომ სადაც არ მუშაობს ინფორმატორის ინსტიტუტი და აღიარებითი ჩვენების გამოცდილი მექანიზმები, პოლიცია უძლურია რაიმეს მიაგნოს?!!! გამოდის, რომ ამ ერთი ბეწო ქვეყანაში, მის 80% საც კი ვერ ვაკონტროლებთ?!!! მე არ ვამბობ, რომ ძებნის ბრძანება არ გაცემულა, მაგრამ რამდენად ადექვატურად სრულდება ეს ბრძანება შემსრულებლების დონეზე?!:((

გუშინ მთელი დღე მცხეთაში გავატარე, თბილისიდან 20 წუთის სავალზეც კი მცხეთის ცენტრში, არავინ არაფერი იცოდა ნინოს შესახებ! იცოდა პოლიციამ, რომელსაც თავად, ინფორმაცია აქვს, მაგრამ მოსახლეობის ინფორმირების გარეშე, ძებნის რა მექანიზმს იყენებენ, ბავშვს როგორ ეძებენ, ვერ გავიგე! იგივე მდგომარეობაა სხვა რეგიონებშიც:(

გთხოვთ დამეხმაროთ და გაავრცელოთ ინფორმაცია ყველა შესაძლო საშუალებით, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ნინო ერთხელ მაინც არის ნამყოფი - ეს ის ადგილებია, სადაც აკადემიიდან ექსკურსიებზე დადიოდნენ 3 წლის განმავლობაში -

შიომღვიმე (მცხეთა-მთიანეთი)

ატენის სიონი (ქართლი)

უჯარმა, გარეჯი, ზეგანის, ვეჯინის და წმ. მარინეს მონასტრები (კახეთი)

აბუდელაურის ტბები, რომაული აბანოები, წარმართული ტაძარი (მცხეთა მთიანეთი)

კოხტაგორა (სამცხე ჯავახეთი)

ბირთვისები (ქვემო ქართლი)

გრემი ნეკრესი (კახეთი)

სამთავისი (გორი)

ყინწვისი, ურბნისი ( ქართლი)

მუხრანი, წრომი, სამწვერისი, წილკანი, ძალისა

ახალი შუამთა, ალავერდი...

ბორჯომის ხეობა... „, - წერს ლალი ცინცაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42