მისი თქმით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები დაუბრკოლებლად გადაადგილდებიან მაშინ, როცა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მანქანებით გადაადგილება მოქალაქეების მცირე ნაწილისთვის არის დასაშვები.
"ის არ ისჯება დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, იქნება ეს ვინმეს ციხიდან გაყვანა თუ რომელიმე სახელმწიფო მოხელის ცემა და ახლა, როგორც ჩანს, საშვიც დაუმზადეს. ძალიან საინტერესოა, რომელ უწყებას ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს ბატონი ფარცხალაძე, რა გადაუდებელი ინტერესი იყო, რომ მისთვის გამონაკლისი იქნა დაშვებული და ვისი ბრძანებით მოხდა ეს. ვითხოვ განმარტებებს მთავრობისგან", - განაცხადა კახიძემ.
ცნობილია, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მანქანის გამოყენებას სპეციალური ნებართვა სჭირდება, რომელსაც საქართველოს მთავრობა ან სხვა შესაბამისი უწყება გასცემს.
მასალის გამოყენების პირობები






