"ბატონმა თალაკვაძემ, რომელიც ნომინალური პარლამენტის თავმჯდომარეა, ხომ ზუსტად იცის, რომ უკრაინის, როგორც სახელმწიფოს წარმატება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ძალიან აქტიური ჩართულობით, პირდაპირ პროპორციულად აისახება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წარმატებაზე, ეს ხომ მან იცის, ადრე თუ გვიან ის ხომ არ იქნება თანამდებიბაზე, ბატონი თალაკვაძე საერთოდ პოლიტიკაშიც არ იქნება და ვიღაცა რომ კითხავს, ხელს რატომ უშლიდი შენს პარტნიორ სახელმწიფოს განვითარებაშიო და შესაბამისად საქართველოსას ხელს რატომ უშლიდი და ამუხრუჭებდი პროგრესის გზაზე პასუხი მას არ ექნება, ამიტომ ჯობია ამაზე დაფიქრდეს"- განაცხადა ნიკა მელიამ.
სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი, შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაუარესების მიზეზი გახდეს. შესაბამისი განცხადებები "ქართული ოცნების" ლიდერებისგან ღიად კეთდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერს ოფიციალურ წერილს უგზავნის და აღნიშნავს, რომ ვიცეპრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა შეარყევს ურთიერთნდობას ორ სახელმწიფოს შორის და ჩრდილს მიაყენებს ორ მთავრობას შორის ურთიერთობას.
მასალის გამოყენების პირობები






