"ივანიშვილის პაიკების სრული ისტერიკა... „ოცნება“ ხედავს, რომ მიშა ჩაუძირავია"- ენმ-ს ლიდერები სააკაშვილის უკრაინის ციცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე
პოლიტიკა - 17:07, 25 Apr, 2020     966
საქართველოს ხელისუფლების "ისტერიკა" და დამაზიანებელი ქმედება სახელმწიფოსთვის - ასე აფასებს დეპუტატი თინა ბოკუჩავა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, რომლიე მიხედვითაც თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის ვიცე-პრემიერი გახდება, ეს ორი ქვეყნის ურთიერთობას დააზიანებს.

ენმ-ს წევრი აღნიშნავს, რომ საკითხზე "ივანიშვილის პაიკებმა ისტერიკა ატეხეს":

"როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი წარადგენს, უკრაინის მოქალაქეს, პრეზიდენტ სააკაშვილს წარადგენს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე და ამაზე საქართველოს ხელისუფლება, ივანიშვილის პაიკები სრულ ისტერიკას ტეხენ, ეს ძალიან სამარცხვინოა თავად ამ ხელისუფლებისთვის, და რაც უფრო სამწუხაროა, ეს საზიანოა საქართველოსთვის, სახელმწიფოსთვის, რადგან უკრაინა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია"- აცხადებს "ტვ. პირველთან" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა.

„ქართული ოცნება“ ხედავს, რომ მიშა ჩაუძირავია, - ეს შესაფასება კი ბოკუჩავას თანაგუნდელს, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ეკუთვნის.

რომან გიცურიძემ კომენტარი "ინტერპრესნიუსთან" გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი არც საქართველოს სასიკეთოდ გამოიყენა და ამავდროულად, ხელს უშლის, რომ უკრაინას გამოადგეს.

„ვერ ისწავლა ამ ხალხმა ჭკუა. აი, ასეთი ჟრიამული ატეხეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ინიშნებოდა, მაგრამ მერე რა, რას მიაღწიეს?! რაღაც წერილები დაჯღაბნეს და ამით მორჩა. როგორც იტყვიან, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ხოდა ამ ძაღლის ხსენებაზე, ძაღლივით იქცევიან, რომელიც თივაზე ზის, არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევს. იმის ნაცვლად, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისათვის გამოეყენებინათ, ახლა ხელს უშლიან, რომ უკრაინის სახელმწიფოს გამოადგეს. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ისინი ხედავენ, რომ მიშა არის ჩაუძირავი,“ - განაცხადა გოცირიძემ.

სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი, შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაუარესების მიზეზი გახდეს. შესაბამისი განცხადებები "ქართული ოცნების" ლიდერებისგან ღიად კეთდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42