"არ შეიძელბა სააკაშვილის მიმართ პირად შუღლს ქვეყნის ინტერესები გადააყოლო"- ოპოზიცია ხელისუფლებას აფრთხილებს
პოლიტიკა - 15:31, 25 Apr, 2020     723

"არ შეიძელბა ხელისუფლებამ ყოფილ პრეზიდენტთან პირად შუღლს ქვეყნის ინტერესები გადააყოლოს"- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ისაუბრა.

მისი შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის წერილი, მმართველი გუნდის განცხადებები და ის შესაძლო ნაბიჯები, რაზეც ისინი საუბრობენ, პირდაპირ ზიანის მომტანია საქართველოსთვის.

"ჩვენ ქვეყანას სჭირდება უკრაინასთან პარტნიორობა უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკისთვის, ყველაფრისთვის, ეს ჩვენი ინტერესია. არ შეიძლება ყოფილ პრეზიდენტთან პოლიტიკურ დაპირისპირებას, პირად შუღლს და სიძულვილს გადააყოლო ქვეყნის ინტერესი", - აცხადებს ბოკერია.

„ევროპული საქართელოს“ კიდევ ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მისამართით გაკეთებული განცხადებები, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს.

ბქარაძე აღნიშნავს, რომ საქართველო და უკრაინა საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძვის და არ შეიძლება პირადი, პარტიული თუ პოლიტიკური ინტერესების გამო ამ ურთიერთობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

„ხელისუფლების ეს განცხადებები პირდაპირ აზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობები და უკრაინული ტურიზმი იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი ქართული ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად.

უკრაინა არის ლოკომოტივი საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ჩვენ ორივე ვიბრძვით საერთო მტრის წინააღმდეგ. დაუშვებელია ამ ყველაფრის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პარტიული, პირადი თუ პოლიტიკური ინსტერესების გამო, მითუმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც დღეის მდგომარეობით არსებობს მაღალი ალბათობა, რომ უკრაინის რადაში ხმების არარსებობის გამო, მიხეილ სააკაშვილს ისედაც არ დაამტკიცებენ, მაგრამ ხელისუფლების ამ განცხადებებით გამოწვეული ზიანი დარჩება და დააზიანებს ქართულ -უკრაინულ ურთიერთობებს.

ამიტომ, მინდა, მოვუწოდო ხელისუფლებას, კატეგორიულად შეწყვიტონ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება, ხოლო ხელისუფლებასა და ოპოზიციასაც ვთხოვო, ნუ გადმოიტანენ უკრაინული შიდა პოლიტიკის საკითხებს ქართული დაპირისპისრების თემად იმიტომ, რომ ამით ზიანდება საქართველოს სახელმწიფო ინტერესები,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი, შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაუარესების მიზეზი გახდეს. შესაბამისი განცხადებები "ქართული ოცნების" ლიდერებისგან ღიად კეთდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42