უფასო რეკლამა - “ევროპაბეთის” მხარდაჭერა ბიზნესს
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:26, 25 Apr, 2020     1511

· 1 მილიონი ჩვენება საჩუქრად - ევროპაბეთი მცირე და საშუალო ბიზნესის რეკლამას პოპმედიაში 1 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ განათავსებს

COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევებთან გასამკლავებლად “ევროპაბეთი” ციფრული რეკლამით დაინტერესებულ ბიზნესს სარეკლამო სივრცეს უფასოდ დაუთმობს. პროგრამაში ჩართული ბიზნესის რეკლამას მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში მილიონჯერ ნახავს.

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა “ევროპაბეთის” სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის responsible.ge ნაწილია.

“COVID-19-ის რეალობაში ციფრული რეკლამა მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური გახდა. მისი სწორად გამოყენება და სასურველი შედეგის მიღწევა ბევრი ბიზნესისთვის ახლა კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა. ჩვენი ეს შეთავაზება, ვფიქრობ, ბიზნესს მომხმარებელთან დაკავშირების სირთულეების გადალახვაში დაეხმარება. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი მზად არის საკუთარი გამოცდილება პროგრამაში ჩართული ბიზნესების კამპანიების სწორად განთავსებას მოახმაროს“, - განაცხადა “ევროპაბეთის” მარკეტინგის დირექტორმა, პროექტის responsible.ge ხელმძღვანელმა, ლაშა გოგუამ.

პოპმედია სამ საინფორმაციო ვებპორტალს აერთიანებს. საიტებს popsport.com, popmusic.ge და popx.ge დღეში საშუალოდ 100 ათასამდე უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს და სპორტის, მუსიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლეს ამბებს, საინტერესო სტატიებსა და სხვადასახვაგვარ გასართობ მასალას ეცნობა.

პროგრამაში ჩართვის და უფასო რეკლამით სარგებლობის მსურველმა ბიზნესებმა უნდა მიმართონ პოპმედიას მეილზე sales@popmedia.ge. შესაბამისი ინსტრუქციის შესრულების შემდეგ თითოეულის რეკლამა სამივე პორტალზე მაისის ბოლომდე უსასყიდლოდ განთავსდება.

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა “ევროპაბეთის” პასუხისმგებლიანი ბიზნესის პოლიტიკის გაგრძელებაა. პასუხისმგებლიანი თამაშის მასშტაბური კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. კამპანიის ფარგლებში ფუნქციონირებს ვებგვერდი responsible.ge, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ინოვაციური თუ კარგად გამოცდილი ტექნოლოგია და მეთოდი, რითაც “ევროპაბეთის” მომხმარებლები სარგებლობენ.

ევროპაბეთი 2015 წელს მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში. პასუხისმგებლიანი თამაშის ქართულ ბაზარზე დანერგვა BETSSON-ის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42