ხელისუფლების ბუნდოვანი ანტიკრიზისული გეგმა - როგორ შეძლებენ თვითდასაქმებულები სწრაფად დახმარების მიღებას? - ექსპერტების შეფასებით, მთავრობა თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს
პოლიტიკა - 15:05, 25 Apr, 2020     1072
საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კრიტიკას ვერ უძლებს. "ქართული ოცნების" ოპონენტები აღნიშნავენ, რომ მმართველმა პოლიტიკური პარტია წინასაარჩევნო კამპანიაშია და პოლიტიკური ქულებისთვის გათვლილი სოციალური დახმარების პაკეტი წარადგინა.


ექსპერტებმა ვერ გაიგეს, როგორ აპირებს ხელისუფლება თვითდასაქმებულებისთვის დახმარების აღმოჩენას, იმ ფონზე, როცა ადამიანებს თავად მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს.

"გარკვეული ჯგუფები ამ დახმარების მიღმა რჩებიან, მაგალითად უმუშევარი ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაუცველები არ იყვნენ და უცხოეთიდან გზავნილების იღებდნენ. დღეს ისინი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები. ძალიან დიდია ასეთი ადამიანების რაოდენობა და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანებისთვისაც. ისინი მოქნილად უნდა ჩართონ სოციალური დაცვის პროგრამებში, მუნიციპალურ და ცენტრალურ დონეზე.

ჩვენ გვაქვს ერთი საქმე - ლილოს ბაზრობის მოვაჭრის, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო ვეღარ აგრძელებს მუშაობას და ყოველდღიურად, ჯარიმის სახით ასობით ლარი ერიცხება და ვაპირებთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ფორსმაჟორობიდან გამომდინარე ჩამოვაწერინოთ ეს ჯარიმები"- აცხადებს "ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის" სოციალური პროგრამების დირექტორი კოტე ერისთავი.

ექსპერტი პაატა შეშელიძე კი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებები არამიზნობრივად არის მიღებული.

"წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს ეუბნები, შენ დაასაბუთე რომ გაქვს შემოსავალი და მე მოგცემ 300 ლარს, მაგრამ ამას ერთჯერადად რომ გააკეთებ, ხვალ, ზეგ, როცა ეს სიტუაცია მოწესრიგდება, მერე რა ხდება, ის საგადასახადო სივრცეში რჩება?! ძალიან ბევრ ადამიანს არც კი მოუნდება ასეთი რაღაც გააკეთოს, საკუთარი თავი გამოიყვანოს საჯაროზე, სინამდვილეში მას თავისი შემოსავლების დეკლარირება არ სჭირდება.

გადაწყვეტილებები მიიღება წრფივად,არამიზნიბრივად. გადაწყვეტილება მიიღება არა იმათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება, არამედ რაღაცნაირად რომ დაფარონ რაღაც სივრცე.

გუშინ დაისვა კითხვა, როგორ აპირებს გაარკვიოს მთავრობა, ვინ იყო თვითდასაქმებული და ვინ არა, არ არსებობს კონკრეტული კრიტერიუმი და კითხვაზე როგორ უნდა იყოს ეს პრობლემა დაძლეული, იყო შემდეგი პასუხი - არაუშავს, ახლა ეს საქმე გადავაგოროთ, ყველას მივცეთ ვინც მოითხოვს "- აცხადებს პაატა შეშელიძე.

ასევე ნეხეთ: "

ხელისუფლების ე.წ. „ანტიკრიზისული სამთავრობო გეგმა“ და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს! – „დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ ექსპრეს ანალიზი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42