მისი თქმით, გახარიიამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის არამამედ მოსახლეობის დამშევისა და ბიუჯეტის ხარჯზე პოლიტიკური თუ ფინანსური დივიდენტების მიღების გეგმა წარადგინა.
"სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა არც პოლიტიკური სიმტკიცე და არც ღირსება, რომ ამ რთულ ვითარებაში არ ესარგებლა ადამიანთა გაჭირვებით და უარი ეთქვა ვიწრო პარტიულ ინტერესზე.
შესაბამისად მათ წარმოადგინეს არა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის არამამედ მოსახლეობის დამშევისა და ბიუჯეტის ხარჯზე პოლიტიკურუ თუ ფინანსური დივიდენტების მიღების გეგმა.
ქართული ოცნების მხარდამჭერები, სახელისუფლო მედია და სოც ქსელებში დაქირავებული ტროლ-ბოტები ხოტბას ასხავენ გახარიასა და მთავრობას, თითქოს, ქვეყნის ბუჯეტი თავიანთი პირადი დანაზოგი იყოს და მოწყალება გაიღეს ჩვენთვის.
თითქოს, თავიანთი სიჯიუტითა და გაუაზრებელი, არაპროპორცული და შეუსაბამო აკრძალვებით მათ არ გაანადგურეს ქვეყნის ეკონომიკა, უმუშევარი არ დატოვეს ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე და არ დაამშიეს მილიონზე მეტი ადამიანი.
მივმართავ ხელისუფლებას, პირადად გახარიას, რომ არ გამოვიდეს ისე, რომ მე ან ოპოზიცია ვსაუბრობთ ჩასაფერებულის პოზიციიდან და არაჯანსაღად, უსამართლოდ ვაკრიტიკებთ მთავრობას. გავმართოთ ღია, საჯარო დისკუსია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თაობაზე თქვენთვის სასურველ ადგილას და პირობებით.
არა იმისთვის რომ ვიკინკლავოდ, არამედ იმისთვის რომ ჩვენს საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს სიმართლე შექნილ რთულ ვითარებასა და მისგან თავის დაღწევის გზების თაობაზე.
ასევე, იმაზე თუ რა მიზანს ემსახურება მთავრობის შეუსაბამო და არაპროპორციული შეზღუდვები?
ველოდებით მთავრობის შემხვედრ ნაბიჯებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თაობაზე ღია საჯარი დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით"- აცხადებს ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






