საუდის არაბეთში გაროზგვა, როგორც კანონდამრღვევთათვის დასჯის ლეგალური ფორმა, აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს BBC. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ არაბეთის სამეფოს მთავრობაში, სადაც აცხადებენ, რომ ამ სახით ხდება ადამიანის უფლებათა რეფორმების გაფართოება მეფე სალმანისა და მისი შვილის ბრძანების შესაბამისად.
გაცხადებული ინფორმაციით, გამათრახება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით აიკრძალება საპატიმროებში.
საუდის არაბეთში გამათრახების წინააღმდეგ მსოფლიოს ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების მხრიდან განსაკუთრებით აქტიური კამპანია დაიწყო 2015 წლიდან, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბლოგერი რაიფ ბადავი კიბერდანაშაულისა და ისლამის შეურაცხყოფის ბრალდებით სამართალდამცავებმა საჯაროდ გაროზგეს. მედიის ინფორმაციით, მას აღნიშნული დანაშაულის გამო კვირაში 1000-ჯერ ამათრახებდნენ.
საუდის არაბეთში აგრეთვე გასული წლის დეკემბერში ადრეულ ასაკში ქორწინება ოფიციალურად აიკრძალა, ქორწინებისთვის მინიმალურ ასაკად კი 18 წელი განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები






