ანზორ ბიწაძე: "ვეხმაურებით იმ ოფიციალურ ტყუილს, რაც მთავრობისგან მოვისმინეთ"
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს და მმართველი პარტიის წამრომადგენლების მიერ გაჟღერებული "ოფიციალური ტყუილის" კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს:
"ვინაიდან მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არიან ოპოზიციის არაპოპულისტურ და საგნობრივ კრიტიკას გაეცნონ და გაითვალისწინონ, წარმოგიდგენთ ჩვენ ობიექტურ ხედვას მთავრობის განცხადებაზე.
პირველ რიგში უნდა გამოვეხმაუროთ იმ ოფიციალურ ტყუილს, რაც გუშინ მთავრობისგან მოვისმინეთ. მთავრობის განცხადებით, აღნიშნული დახმარების მოცულობა მყიდველუნარიანობით უახლოვდება ამერიკის მთავრობის მისი მოქალაქეებისადმი გაწეულ დახმარებას. ის რომ ეს სიცრუეა, შეუძლია გადაამოწმოს ყველამ, ვისაც აქვს ინტერნეტი და კალკულატორი. (მაგალითად, ამერიკაში დახმარებისთვის გათვალისწინებული 1200 დოლარით, შეგიძლიათ 441 კილოგრამი კარტოფილი იყიდოთ, მაშინ როდესაც 200 ლარად საქართველოში, მხოლოდ 80 კილოგრამი). ჩვენი ხელისუფლების მიერ გახმოვანებული ციფრებიდან მაქსიმალური შემწეობა რომ ავიღოთ, იგი ზუსტად ხუთ-ნახევარჯერ ჩამოუვარდება ამერიკის მონაცემებს. ეს სხვაობა კი მინიმუმ სამჯერ მატულობს, თუ გადავითვლით ოჯახებზე გაწეული დახმარებების მიხედვით.
ბუნებრივია ამერიკას ვერ შევედრებით, მაგრამ პრემიერისგან ასეთი ტყუილი ძალიან უხერხულია"- აცხადებს ანზორ ბიწაძე.
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ უმუშევრად დარჩენილ ადამიანებისთვის გათვალისწინებული 200 ლარიანი დახმარება საარსებო მინიმუმზე ნაკლებია და გახლავთ დღეში 2 დოლარი მათი ოჯახის შენახვისთვის.
"ახლა მოდით შევხედოთ გარანტირებულად რას გვთავაზობს მთავრობა:უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 200 ლარი, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. ეს გახლავთ დღეში 2 დოლარი მათი ოჯახის შენახვისთვის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი გათვლებით, საარსებო მინიმუმის რაოდენობა პროგრესულად გაიზრდება ყოველი მომდევნო თვის განმავლობაში, მთელი წლის მანძილზე"- აცხადებს ბიწაძე.
რაც შეეხება თვითდასაქმებული ადამიანებისთვის 300 ლარიან, ერთჯერად დახმარებას, ოპოზიციის წარმომადგენელი, აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ასეთ ადამიანებს დღეში 1 ლარს და 60 თეთრს სთავაზობს, რაც ბიწაძის შეფასებით, "ცენტრალური აფრიკის უღარიბესი სახელმწიფოს მონაცემია".
"თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებიც ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე, მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოადგენენ, მიიღებენ 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას. თუკი გავითვალისწინებთ რომ არსებული გეგმა 6 თვეზეა გათვლილი, ამ ადამიანებს, საარსებოდ, ხელისუფლება დღეში 1 ლარს და 60 თეთრს სთავაზობს. ეს არის ცენტრალური აფრიკის უღარიბესი სახელმწიფოს მონაცემი.
მთავრობა თავად აღიარებს, რომ თვითდასაქმებულების იდენტიფიკაციაზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა. შესაბამისად გაუგებარია, როდიდან შეძლებენ თვითდასაქმებულები ამ დახმარების მიღებას და მიიღებს თუ არა მათი უმეტესობა საერთოდ! მხოლოდ ის ვიცით, რომ 75 მილიონი ლარი გამოიყო თვითდასაქმებულთათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ დახმარება გავრცელდება 4 იდან მხოლოდ 1 თვითდასაქმებულზე! საქართველოში, 850 000 თვითდასაქმებულია და ამ სამარცხვინო დღიურ 1.60 ლარსაც კი 250,000 თვითდასაქმებული მიიღებს"- განმარტავს "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.
ანზორ ბიწაძეს კითხვები აქვს მთავრობის მიერ ე.წ. ქამრების შემოჭერის საკითხზე, მისი შეფასებით, ხელისუფლება "კვლავ მაქსიმალურად ცდილობს შეინარჩუნოს უზარმაზარი ადმინისტრაციული ხარჯები":
"მაშინ, როდესაც ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტის პროგნოზი 3.9 მილიარდი ლარია, მთავრობა აცხადებს, რომ ქამრების შემოჭერით ჯერ-ჯერობით მხოლოდ 300 მილიონის მობილიზაცია შეძლო. ეს ცხადჰყოფს, რომ ხელისუფლება კვლავ მაქსიმალურად ცდილობს შეინარჩუნოს უზარმაზარი ადმინისტრაციული ხარჯები და მისთვის პრივილეგირებული ფონდების დაფინანსება. შედარებისთვის გეტყვით, 21,000 მრავალშვილიან ოჯახზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა შეადგენს 13 მილიონ ლარს, მაშინ როდესაც მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტი შეადგენს 16.5 მილიონ ლარს"- თქვა ბიწაძემ.
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანტიკრიზისულ გეგმაში გარკვეულ პოზიტიური გზავნილებსაც ხედავს:
"პოზიტიური გზავნილები, რომლებიც გუშინ გახმოვანდა, არის დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი და სამუშაო ადგილების შენარჩუნების წახალისება, რასაც 6 თვის განმავლობაში ხელფასების სრულად ან ნაწილობრივ საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება უზრუნველყოფს.
ჩვენი გათვლებით, შეზღუდვების მოქმედების დროს, ყოველ 30 დღეში, საქართველოს ეკონომიკის რეალური დანაკარგი შეადგენს მისი მოცულობის 3.97%-ს, რაც 1.9 მილიარდი ლარია. ბიუჯეტის პროგნოზირებადი დეფიციტის და ეკონომიკის რეალური დანაკარგების გათვალისწინებით, მცირე და საშუალო ბიზნესის 20% უბრალოდ გაქრება. ეს მხოლოდ ოპტიმისტური გათვლებით. მხოლოდ სასესხო კაპიტალით, მცირე და საშუალო ბიზნესის გადარჩენა შეუძლებელია. აუცილებელია, მთავრობამ მოახდინოს სახსრების პირდაპირი ინექცია - ბუნებრივია დარგების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. სწორედ ახლა სჭირდება ჩვენ ქვეყანას სახელმწიფო საპარტნიორო ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად"- დასძინა მან.
საერთაშორისო დონორებისგან მიღებული დახმარებას რაც შეეხება, ანზორ ბიწაძის განცხადებით, დახმარების ზუსტი მოცულობა უცნობია და რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, არ ვიცით რა გრაფიკით და პირობებით შემოვა ეს დახმარება საქართველოში.
"რაც შეეხება დახმარებას ჩვენი საერთაშორისო დონორებისგან: დახმარების ზუსტი მოცულობა უცნობია და რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, არ ვიცით რა გრაფიკით და პირობებით შემოვა ეს დახმარება საქართველოში. ჯერ-ჯერობით საუბარია მხოლოდ წინასწარ, და არა საბოლოო შეთანხმებაზე და სანამ არ გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები, ეს დახმარება საქართველოს ბიუჯეტში ვერ აისახება. სწორად ამიტომ, ჩვენ ერთი თვის განმავლობაში მოვუწოდებდით მთავრობას წარმოედგინა სამოქმედო გეგმა, რაც მას დაეხმარებოდა უფრო სწრაფად მოეზიდა დახმარება ჩვენი საერთაშორისო დონორებისგან.გუშინ მთავრობამ განაცხადა, რომ წლევანდელ 4%-იან რეცესიას გაისად 4%-იანი ეკონომიკური ზრდა მოჰყვება. ეს უპასუხისმგებლო და არარეალური პროგნოზია! ასეთი პროგნოზი კიდევ უფრო შეუშლის ხელისუფლებას ხელს ადექვატური ზომები მიიღოს. თუკი მთავრობა არ განახორციელებს ძირეულ სტრუქტურულ ცვლილებებს ჩვენ ეკონომიკაში, კრიზისამდე ნიშნულს ჩვენი ეკონომიკა მინიმუმ 3 წელი ვეღარ დაუბრუნდება! ეკონომიკის რეაბილიტაციის და რეცესიიდან გამოყვანის გეგმა და სტრატეგია ჩვენ მთავრობას დღესვე უნდა ჰქონდეს მზად. ეს 3-4 თვე მალე გავა და კარდინალური ეკონომიკური რეფორმის გარეშე ქვეყანა აღმოჩნდება მრავალწლიან ეკონომიკურ კრიზისში. სამწუხაროდ, გეგმის ნაცვლად, ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე ფურცელი, რაც ვერანაირად ვერ იძლევა ეკონომიკური სტაბილურობის იმედს"- დასძინა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდრრმა.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა