"პოლიტიკაში ცხოვრებისგან განსხვავებით ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს"- კალაძე სააკაშვილის გამო უკრაინას აფრთხილებს
პოლიტიკა - 10:31, 25 Apr, 2020     746
"ქართული ოცნების" ლიდერების ფორსირებული შეტევა უკრაინის ხელისუფლებას - თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნამ გააღიზიანა.
მმართველი პარტიის გენერალური მდივანი აცხადდებს, რომ სააკაშვილის დაწინაურება ჩრდილს მიაყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას.
კალაძე აღნიშნავს, რომ "პირველ რიგში, ეს უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების საფიქრალია".

კალაძის განცხადებით, "პოლიტიკური დეჟა ვუ აქვს", როცა უკრაინის მორიგი პრეზიდენტი სთავაზობს სააკაშვილს თანამდებობას და ზელენსკის ურჩია პოროშენკოს გამოცდილება გააანალიზოს.

"პოლიტიკული დისკომფორტი უნდა იყოს, როცა სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის, სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ორგზის დამნაშავედ ცნობილ პირს სთავაზობს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას.

პირველად როგორ დასრულდა სააკაშვილის მოღვაწეობა პოროშენკოს დროს, ძალიან კარგად გვახსოვს და ზელენსკის გუნდმა ეს უნდა გაანალიზოს.

ჩვენთვის უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა და ეს მუდმივი მოცემულობაა, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის და დარწმუნებული ვარ, უკრაინასაც იგივე განწყობა აქვს საქართველოს მიმართ...

ყველას კარგად გახსოვთ ცხოვრების საუკეთესო წლები გატარებული მაქვს ამ ქვეყანაში. ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ცხოვრობს იქ და გული შემტკივა უკრაინაზე, ვგულშემატკივრობ ისევე, როგორც საქართველოს და მინდა, რომ როგორც პრობლემები, საერთო მტერი და მიზნები გვაერთიანებს, ასევე ერთიანები ვიყოთ ყველა ასპექტში, ყველა საკითხში.

პოლიტიკაში ცხოვრებისგან განსხვავებით ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს, არ გამოდის ცალმხრივი პარტნიორობა და მეგობრობა, არ გამოდის ცალმხრივი ანგარიშგაწევა და თანდგომა",- თქვა კალაძემ.

სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი, შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი გახდეს. ამის შესახებ მინიშნებები მთავრობის წევრებმა გუშინ ღიად გააკეთეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42