მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას ოპოზიცია აკრიტიკებს. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობის შემოთავაზებული გეგმა ბუნდოვანია და მისი ეკონომიკური ნაწილი იმდენად მწირია, რომ ვერავითარ შვებას ვერ მოჰგვრის უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ქვეყანას.
“ეკონომიკური ნაწილი არის ძალიან ბუნდოვანი და ამ პროგრამის ნამდვილი სახე გამოჩნდება ბიუჯეტში, მისი წარმოდგენა კი არ უნდათ ივნისის თვემდე. ანუ, პროპაგანდისტულად გამოიყენებენ ამ ანტიკრიზისულ გეგმას. მისი რეალური ღირებულება არის იმდენად მწირი, ის ვერავითარ შვებას ვერ მოჰგვრის უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ქვეყანას, ბიზნესს, მოქალაქეებს.
მხოლოდ სოციალური დახმარების პაკეტი მილიონამდე უმუშევრად დარჩენილი და სახლში გამოკეტილი ჩვენი მოქალაქეებისთვის შეადგენს 200 მილიონ დოლარს. აი, ამ გაუფასურებული და გასაცოდავებული ლარის პირობებში, ეს არის სავალუტო ფონდის გადმორიცხული ერთი ტრანში, რომელიც შემოვა ბიუჯეტში გრანტის სახით. თუ დავუმატებთ მას კომუნალურ შეღავათებს, მაქსიმუმ, მთელი დახმარების ღირებულება იყოს ამ კუთხით 250 მილიონი დოლარი, ანუ 800 მილიონი ლარი”, – ამბობს რომან გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






