დოკუმენტის თანახმად გეგმის ჯამური ღირებულება 3.5 მილიარდ ლარს აღწევს.
დოკუმენტის ღანახვად, სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული ადამიანები, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, მომდევნო ექვსი თვის მანძილზე მთავრობისგან თვეში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამ დახმარებით სარგებლობას დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე შეძლებს. ეს მიმართულება ბიუჯეტს 460 მილიონი ლარი დაუჯდება.
ის კომპანიები, რომლებიც ხელფასებს დასაქმებულზე, თვიურად, 750 ლარის ფარგლებში გასცემენ, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სუბსიდიას მიიღებენ. ამასთან ყველა ის ადამიანი და კომპანია, რომელიც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ოდენობის ხელფასის თვალსაზრისით, მიიღებს სრულ სუბსიდირებას საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.
იგივე სახის სუბსიდირებას 750 ლარის ანგარიშით, მიიღებს ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც არის შენარჩუნებული და რომელიც არის 150 ლარამდე.
გეგმის მიხეთვით ჯგუფები რომლებიც 6 თვის განმავლობაში დამატებით საშუალოდ 600-ლარიან დახმარებას ასე გამოიყურება:
ოჯახები რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა ექვსი თვის განმავლობაში 600 ლარს მიიღებენ. დახმარებით ისარგებლებს დაახლოებით 70 ათასი ოჯახი, (190 000 მოქალაქე). სულ ამ მიმართულებით, მიმართულებით 45 მლნ ლარი დაიხარჯება.
დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი - 16 წლამდე ასაკის შვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, ასთი სულ 130 ათასი მოქალაქეა. პროექტისთვის 13 მლნ ლარია გამოყოფილი.
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც ისარგებლებენ 600 ლარიანი დახმარებით. ასეთია დაახლოებით 40 ათასი მოქალაქე დაიხარჯება - 25 მლნ ლარი.
რაც შეეხება პენსიორების დახმარებას ანტიკრუზისული გეგმის თანახმად: 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონრებისთვის 2020 წლის 1 ივლისიდან პენსიის 30 ლარით გაზრდა. საერთო ჯამში გაზრდილ პენსიას 410 000 პირი მიიღებს. 2021 წლიდან დამატებით ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებს 25 ლარით. 2021 წლის იანვრიდან პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება მოხდება.
საბოლოო ჯამში, ანტიკრიზისული გეგმა რიცხვებში ასე გამოიყურება:
მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი სოციალური მხარდაჭერა 1.35 მილიარდი ლარი
ეკონომიკაზე ზრუნვა და მეწარმეობის მხარდაჭერა - 2.11 მილიარდი
ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და მეწარმეობის მხარდაჭერა - 350 მილიონი
მასალის გამოყენების პირობები






