მისი განცხადებით, ვერც დევნილები და მითუმეტეს, ვერც ის ათიათასობით ადამიანი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, სახელმწიფოსგან ელემენტარული დახმარების ბენეფიციართა სიაში ვერ მოხვდა.
,,გაუაზრებლად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დააზარალა დევნილების ნაწილი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები, ომის ვეტერანები და ასე შემდეგ, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს! აქვე მინდა ავღნიშნო, ხელისუფლებისგან არგუმენტად იმის მოსმენა,რომ თითქოს დევნილები სრულად შედიან ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ადამიანთა რიცხვში, არის სრული აბსურდი, რადგან არსებობს დევნილთა კატეგორია, რომელიც პრემიერ გახარიას მიერ ჩამოთვლილ ვერც ერთ პუნქტში ვერ ხვდება! ხოლო ეს, ექვს თვეზე გაწერილი, ფინანსური დახმარების გეგმა, რომელიც მთავრდება ზუსტად არჩევნების წინ, უფრო მეტად მოგვაგონებს რომელიმე, კონკრეტულად აღებული ერთი პარტიის წინასაარჩვენო კამპანიას და არა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ხალხის კეთილდღეობაზე გათვლილი ხელისუფლების ქმედებას!“-განაცხადა მამუკა აჩბამ.
მასალის გამოყენების პირობები






