დილაობით პირადად ვამოწმებინებდი 5-7 მანქანის ნომერს, ყველას საშვი ჰქონდა... აღდგომის შემდეგ, თბილისში რაც მოხდა უკიდურესად გამაღიზიანა - გახარია ხარვეზს აღიარებს
პოლიტიკა - 16:59, 24 Apr, 2020     1057
"ის სურათი, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ თბილისში იყო, მეც არ მომეწონა, მეც უკიდურესად გაღიზიანებული ვიყავი და მეც მქონდა უდიდესი უსამართლობის გრძნობა"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


"პირადად მე, სამსახურში რომ მოვდიოდი, ყოველ დილით 5-6-7 მანქანის ნომერს ვამოწმებინებდი, ყველას ჰქონდა საშვი - დისტრიბუცია, სამედიცინო მომსახურება, სააფთიაქო ქსელები, ჟურნალისტები... სპეციალურად ამოვიღე, ყველაზე დიდი რაოდენობის საშვები გაქვთ მედიას, ასობით კი არა, ათასობით და ზოგიერთმა უპასუხისმგებლო ვითომ მედიამ და სინამდვილეში პოლიტიკოსმა მერე ეს გამოიყენა ლაივების დასადებად და ადამიანების გასაღიზიანებლად ” - გაცახადა გახარიამ.

კითხვაზე, საეკლესიო პირებს მისცეს თუ არა საშვები, პრემიერმა თქვა, რომ ეს კრიტიკა მისთვის ნაწილობრივ გასაგებია.

"ნაწილობრივ გასაგებია ჩემთვის, ობიექტურიც არის. როდესაც არის მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა, დილით იღვიძებ და ქალაქში ამდენი მანქანა მოძრაობს, რა თქმა უნდა, მიგაჩნია, რომ არასამართლიანია, მესმის, მეც ასე მიმაჩნია. მაგრამ, სამწუხაროდ, საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით და კონტროლის ინსტრუმენტები ისეთი ეფექტური არ არის, როგორიც თითოეულ ჩვენგანს ჰგონია.

მეორე მხრივ, არის უამრავი დაწესებულება და სერვისი, რომლის გაჩერება არ შეიძლება, სასურსათო მაღაზიების გამყიდველებიდან დაწყებული, სააფთიაქო ქსელების მენეჯმენტით დამთავრებული. გუშინ დაემატა ასობით საინკასაციო მანქანა, რომ პენსიები დაგროვდეს.

აღდგომის ღამეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის წარმოუდგენელია და შეუძლებელი იყო, საეკლესიო მსახურებისთვის არ მიგვეცა საშუალება, ეკლესიებამდე მისულიყვნენ. ეს არის ის კომპრომისები და ბალანსი, რომლის საშუალებითაც, ჩვენ ამ ქვეყნის გზას ვეძებთ, გავუმკლავდეთ ამ ეიპიდემიას, პანდემიას, ეს ჩვენი გზაა, სხვა ქვეყნებს თავისი გზა აქვთ. ჩვენ შემთხვევაში, სააღდგომო მსახურება ეკლესიაში მამაოების თანხლებით მაინც უნდა ჩატარებულიყო ”- თქვა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42