ზედაპირული, მავნებლური, არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე ბუნდოვანი - ბოკერია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე
პოლიტიკა - 15:57, 24 Apr, 2020     639
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია მთავრობის მიერ წარდგენილ სოციალურ-ეკონომიკურ გეგმას კრიტიკულად აფასებს და მას არაადეკვატურს უწოდებს:

"დაგვიანებული, ზედაპირული, მავნებლური ინსტიქტებით და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე ბუნდოვანი პრეზენტაცია მოვისმინეთ გახარიასგან. არ ხდება გადასახადების რეალურად დაწევა, არ ხდება წნეხის შემცირება მოქალაქეებისთვის, მეწარმეებისთვის, რაც ამ ვითარებაში წარმოუდგენელი რამეა. არ ხდება დერეგულირება, ისევ ინარჩუნებენ მთავრობის როლს, რომ არჩევანი გააკეთონ, ვის რა მისცენ, თითქოს მათ უკეთ იციან, ჩვენ ჩვენს ფულს როგორ დავხარჯავთ, რაც კორუფციის რისკიც არის და მავნებლობაა ყველა შემთხვევაში და საპენსიო შენატანზე, ფულზე, რომელიც ეკუთვნის ხალხს, ისევ უარს ეუბნებიან, რომ შანსი ჰქონდეთ ამ გაჭირვების დროს გამოიყენონ და ამ გადასახდს არც კი აჩერებენ", - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების კუთხითაც ნელი ტემპი და არამკაფიო კრიტერიუმებია.

"უფრო ჩქარა უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი და უფრო მკაფიო კრიტერიუმებით. უნდა გამოირიცხოს აბსურდული შეზღუდვები, რომ ცოლის გვერდით ჯდომისთვის სამი ათასი ლარით დააჯარიმეს ადამიანი და ბავშვებს ვერ ისვამენ უკან ოჯახის წევრები და უნდა გამოირიცხოს სუფთა სახლისნაირი ვითარებები და ამაზეც მკაფიო ვერანაირი პასუხი ვერ გავიგეთ. ამ ტემპით ჩვენ კონკურენციაში ვერ მოვიგებთ და ძალიან დიდი იქნება ზიანი ყველასთვის" - ამბობს ბოკერია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42