საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, დღეს არ არსებობს არანაირი მეცნიერულად, აკადემიურად დასაბუთებული რეცეპტი, წამალი კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ, გარდა სოციალური დისტანციის დაცვის, პირბადეების ტარების, მობილობის შემცირებისა და ა.შ.
როგორც გახარიამ თქვა, "მიუხედავად დისკომფორტისა, რომელიც შეექმნა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია, გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, ამ ბრძოლას"
„სწორედ ამიტომ, ჩვენ ვართ და ვიყავით იძულებული, მიგვეღო ბევრი ისეთი, ჩვენი მოქალაქეებისთვის საკმაოდ დისკომფორტული ნაბიჯი, რომელიც ცვლის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო და დავიწყო მადლობით იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც წინა ხაზზე არიან და იბრძვიან ვირუსის გავრცელებასთან. ასევე ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც რჩებიან სახლში და იცავენ იმ აუცილებელ პირობებს, რომელიც აუცილებელია დღეს ჩვენთვის, რათა გავუმკლავდეთ ამ ვირუსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






