პრემიერმინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე, მთავრობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა stopcov-ის ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვისთვის.
"მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც არიან წინა ხაზზე და ებრძვიან ვირუსს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც რჩებიან სახლში.ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ეს გახლავთ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ასევე, ეკონომიკა და სოციალური უზრუნველყოფა ჩვენივე მოქალაქეების. ამიტომ, ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, გამოწვეულია ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვის მოტივაციით და შემდგომ, ეკონომიკის შენარჩუნების. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა საჯარო მოხელეს, კერძო სექტორის ყველა წარმომადგენელს, ყველა მოქალაქეს, რომელმაც ფინანსური დახმარება გაუწია კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ სპეციალურ ფონდს, რომელშიც უკვე საკმაოდ სოლიდური თანხა მოგროვდა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართუ ფონდს და ბიძინა ივანიშვილს იმ წვლილისთვის რომელიც ამ ბრძოლაში მან შეიტანა ფინანსურად და რა თქმა უნდა, მისი პირადი ჩართულობით, მენეჯმენტის ნაწილში", - თქვა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






