ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული მექანიზმებით ქვეყანაში უკმაყოფილების ტალღის ჩახშობის მცდელობა - ოპოზიცია მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აფასებს
პოლიტიკა - 12:34, 24 Apr, 2020     1005
ხელისუფლებამ საზოგადოების უმწვავესი კრიტიკის შემდეგ, უკან დაიხია. "ქართული ოცნების" მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება, ანრი ოხანაშვილმა დღეს სხვანაირად განმარტა. მისი თქმით, 6 წლიანი პატიმრობა განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ სამომავლოდ ამოქმედდება და 22 მაისამდე მოქმედ შეზღუდვებს არ შეეხება.

ოპოზიციიაში დარწმუნებულები არიან რომ ხელისუფლების ნაბიჯები საზოგადოების დაშინებას ემსახურება.

ხელისუფლების ოპონენტები მოუწოდებენ პრეზიდენტს, ოცნების მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწეროს.

"ემზადებიან იმისთვის, რომ რეპრესიული მექანიზმებით ჩაახშონ ქვეყანაში უკმაყოფილების ტალღა, რომელიც აუცილებლად გველოდება წინ, იმ ფონზე, რომელიც აუცილებლად გველოდება წინ.

ეს არის დადასტურება იმის, რომ ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიას "ქართული ოცნება" საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდირებისთვის იყენებს, დემოკრატიის, თაბვიუსფლების და ადამიანის უფლებები ხარჯზე.

ეს ცვლილება შეეხება ასევე კარანტინს და არამხოლოდ საგანგებო ზომებს, ამიტომ რეალურად ეს არის რეპრესიოული მანქანის მომზადება, "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებისთვის"- განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი აბესაძის შეფასებით კარანტინის წესების დარღვევაზე კანონის ასე გამკაცრება დაუსაბუთებელი და ნაჩქარევია.

მისი თქმით, ასეთი სასჯელის შემოღება მითუმეტეს მცდარია „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, როდესაც, მისივე თქმით, ყოველდღე ვხედავთ შერჩევით სამართალს.

„დაუსაბუთებული და ნაჩქარევია ასეთი მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება, როდესაც საგანგებო მდგომარეობის დროს კარანტინის წესების დარღვევისთვის შესაძლებელია ადამიანებს დაეკისროთ 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ეს ამოქმედდება უკვე 2020 წლის 2 მაისიდან. ასეთი მძიმე სასჯელი, მითუმეტეს მიუღებელი და მცდარია „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, როდესაც ყოველდღიურად ვხედავთ შერჩევით მართლმსაჯულებას და შერჩევით კანონის აღსრულებას, მაგალითად, როდესაც ოჯახის წევრებს, თუ ისინი სამზე მეტნი არიან, არ აქვთ უფლება, ქუჩაში ერთად გადაადგილდნენ, თუმცა ათასობით ადამიანს აქვს უფლება, შეიკრიბოს გარკვეულ რელიგიურ რიტუალებზე, როდესაც ჩვეულებრივ ადამიანებს აკრძალული აქვთ მანქანით გადაადგილება და მნიშვნელოვნად გაურთულდათ მათ ცხოვრება. თუმცა ათასობით გაუგებარ ადამიანს აქვს იმავდროულად საშვი მიცემული და თავისუფლად გადაადგილდებიან მანქანებით”, - განაცხადა აბესაძემ.


პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკე ბესელია აღნიშნავს, რომ კანონის დამტკიცება პარლამენტში პირდაპირ სხდომაზე მოხდა და მეორე მოსმენით შეიცვალა ჩანაწერი.

"ეს არის რეპრესიული ზომა, გამოიყენო უფრო მკაცრი ზომები იმისთვის, რომ იოლად მართო სიტუაცია. ეს ცვლილება ძალიან სახიფათოდ მეაჩვენება დემოკრატიის თვალსაზრისით და ვფიქრობ ეს საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს"- აღნიშნავს ბესელია.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42