ჯანდაცვის მინისტრი, ეკეტერინე ტიკარაძე, აცხადებს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში გუშინ გამართული საპროტესტო აქციის გამო, შესაძლოა დამატებითი ტესტირებებისა და თერმოსკრინინგის ჩატარება გახდეს საჭირო.
ტიკარაძის განმარტებით, მთავრობა განიხილავდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების გახსნას, თუმცა გუშინდელი დღის გამო ეპიდსიტუაცია კვლავ რისკის ქვეშ დადგა.
"რათქმაუნდა, ეს არ არის კარგი ფაქტი. ვინაიდან, ჩვენ უკვე ვიყავით იმ ზღვარზე, რომ განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის რეგიონების ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ ამ კონკრეტული მოვლენიდან გამომდინარე, ჩვენ დღეს ვგეგმავთ თუ რა ღონისძიებების ჩატარება შეიძლება მარნეულში, იქიდან გამოდინარე, რომ ეპიდსიტუაცია იქ ჩადგა კვლავ რისკის ქვეშ და შესაძლებელია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ ჩატარდეს თერმოსკრინინგი და დამატებითი ტესტირებები გუშინდელი მოვლენიდან გამომდინარე", - თქვა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






