,,ქართული ოცნების’’ სადამსჯელო ოპერაცია სახელწოდებით ,,ყველანი ციხეში’’ - ირაკლი ღლონტი საგანგებო წესების განმეორებით დარღვევისთვის პატიმრობის მისჯის გადაწყვტილებაზე
პოლიტიკა - 21:14, 23 Apr, 2020     913
პარლამენტის მიერ დღეს კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებს პარტიის "კანონი და სამართალი" წევრი, ირაკლი ღლონტი გამოეხმაურა და საგანგებო რეჟიმის განმეორებით დარღვევისთვის 6 წლით პატიმრობის მისჯის გადაწყვტილებას "ქართული ოცნების" სადამსჯელო ოპერაცია უწოდა.
ღლონტის განცხადებით, საგანგებო რეჟიმის დარღვევის საფუძვლით პირისთვის 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, პოლიტიკური თვალსაზრისით არის ავტოკრატიული რეჟიმის მორიგი აშკარა დადასტურება.


,,ქართული ოცნების’’ სადამსჯელო ოპერაცია სახელწოდებით ,,ყველანი ციხეში’’. საგანგებო რეჟიმის დარღვევის საფუძვლით პირისთვის 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, პატიმრობა, პოლიტიკური თვალსაზრისით არის ავტოკრატიული რეჟიმის მორიგი აშკარა დადასტურება და იგი ზუსტად გამოხატავს მოქმედი ხელისუფლების ავტოკრატიულ-დიქტატორულ ბუნებას. აღნიშნულ სსკ-ის მუხლზე 6 წლამდე ვადით სასჯელის დაწესება თავის მხრივ შექმნის იმ ხელოვნურ ბარიერს, რომ მოსამართლეს არ ექნება უფლებამოსილება ბრალდებულის მიმართ გამოიტანოს არასაპატიმრო სასჯელი, იგივე პირობითი მსჯავრი, მაშინაც კი თუკი ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას. აღნიშნული უფლებამოსილება მოსამართლეს გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც დანაშაული ითვალისწინებს 5 წლამდე ვადით პატიმრობას. ხელისუფლების მიერ ინიცირებული ეს ცვლილება ემსახურება პრინციპს ,,ყველანი ციხეში’’ და მიმართულია იმ პირთა ციხეში განსამწესებლად, ვინც არ სარგებლობს მმართველი პარტიის პრივილეგირებულთა სიაში ყოფნით. ზემოაღნიშნულის გარდა მმართველი ძალის გამოვლენილი ნება სრულ წინააღმდეგობაშია თანაზომიერების უმნიშვნელოვანეს პრინციპთან, რომლითაც ევროპის წამყვანი ქვეყნების მსგავსად ხელმძღვანელობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას. აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვა, ვიდრე ის აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის" - აღნიშნა ირაკლი ღლონტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42