თიბისი ფეის უპირატესობები
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:23, 23 Apr, 2020     1548

მომენტალური ჩარიცხვების სისტემებს ჩვენთან უამრავი მომხმარებელი ჰყავს. სწრაფი ჩარიცვის აპარატებით სხვადასხვა სერვისის გადახდა მარტივი და მოსახერხებელია. ბაზარზე რამდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც მომხარებელს თითქმის ერთი და იგივე პირობებს სთავაზობენ, თუმცა მათგან თიბისი ფეი გამორჩეულია როგორც სერვისების მრავალფეროვნებით, ასევე, მაღალი სანდოობითა და მომსახურების ხარისხით.

რატომ ავირჩიოთ TBC Pay

თიბისი ფეის არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვს. კოპანია თიბისი ჯგუფმა 2008 წელს დაარსა იმ მიზნით, რომ საბანკო მომსახურება გადასახადების გადახდის სერვისისგან განეტვირთა. თავდაპირველად კომპანიამ მუშაობა სწრაფი გადახდის 50 აპარატით დაიწყო და დღეისათვის უკვე 3500-ზე მეტი აპარატითაა მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილი.

ამ დროისათვის თიბისი ფეი ხელმისაწვდომია მომხარებლისთვის როგორც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების, ასევე ვებ-გვერდის და მობილური აპლიკაციის სახით. მომხარებლისთვის ხელმისაწვდომია 1000-ზე მეტი კომპანიის 1000-მდე სერვისი, რომელთა გადახდაც მარტივად, ერთ ადგილას, ერთ სივრცეში, ერთი კლიკითაა შესაძლებელი.

TBC Pay-ის სისტემა ყველა პლატფორმაზე მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეისით გამოირჩევა. აქ სერვისები კატეგორიებად არის დაყოფილი, რაც მომხმარებელს ძებნას უმარტივებს.თუმცა, რადგან სერვისების რაოდენობა ძალიან ბევრია, ყველაზე მოსახერხებელი გზა მაინც ძიების ველის გამოყენებაა, ძიება მარტივად მუშაობს არა მხოლოდ სერვისის დასახელების არამედ მსგავსი სიტყვების ჩაწერითაც. ჩასარიცხი აპარატებითა და ვებ-გვერდით სარგებლობისთვის რეგისტრაცია საჭირო არ არის, თუმცა რეგისტრირებული მომხმარებლები დამატებითი უპირატესობებით სარგებლობენ -

· რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელია ელექტრონული საფულის შექმნა, ბალანსის შევსება და სხვადასხვა სერვისების გადახდა ბარათის საკომისიოს გარეშე;

· რეგისტრაციის შემდეგ შეგიძლიათ ჩართოთ დავალიანების შესახებ შეტყობინების ავტომატურად მიღების ფუნქცია

· მხოლოდ რეგისტრირებულ მომხამრებლებს შეუძლიათ პირადი კაბინეტის გზით შეამოწმონ გადახდების ისტორია და აკონტროლონ დანახარჯები;

· შექმნან გადახდების შაბლონები;

· დაამახსოვრონ ნებისმიერი საბანკო ბარათი;

· შეინახონ და საჭიროების შემთხვევაში ამობეჭდონ კიდეც გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

· მოძებნონ და გაიმეორონ ძველი გადახდა

რეგისტრაცია მარტივია და მხოლოდ 1 წუთს წაგართმევთ. ამის შემდეგ კი შეძლებთ როგორც ვებ-გვერდის, ასევე მობილური აპლიკაციის საშუალებით ყველა სახის გადასახადის მარტივი და კომფორტული გზით გადახდას.

თიბისი ფეის სანდო პლატფორმა

თიბისი ფეის კიდევ ერთი მნიშვნელობანი უპირატესობა მისი მაღალი სანდოობაა. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ მომხამრებელი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზეც დააფიქრა. ნებისმიერი ვებგვერდი, სადაც ჩვენი საბანკო ბარათის მონაცემები თუ ჩვენი პერსონალური ინფორმაცია შეგვაქვს, სანდო და უსაფრთხო უნდა იყოს.

TBC Pay-ის მომენტალური გადახდების პლატფორმა ამ მიმართულებითაც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების კრიტერიუმებს. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენს საბანკო და პერსონალურ მონაცემებს საფრთხე არ ემუქრება. აღსანიშნავია, რომ ბარათის მონაცემების შენახვა არა თიბისი ფეის სისტემაში, არამედ მხოლოდ UFC-ის ავტორიზებულ გვერდზე ხდება, რომელიც მონაცემების უსაფრთხოების საერთაშორისო მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

თიბისი ფეი ბიზნესისთვის

თიბისი ფეი არამხოლოდ მომხარებლებს უმარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას. მას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს - დააკავშიროს ბიზნესი მომხმარებელთან. დღეისათვის 1000-ზე მეტ სერვისის პროვაიდერსა და მათ მომხმარებელს შორის შუალედური რგოლი სწორედ თიბისი ფეია.

საქართველოში მოქმედი დიდი თუ შედარებით მცირე ზომის ბიზნეს სუბიექტები დისტანციური გაყიდვის ერთ-ერთ ეფქტურ არხად თიბისი ფეის განიხილავენ. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს - ყოვლედღიურად თიბისი ფეის მომენტალური ჩარიცხვის აპარტებით 100 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, რაც თვეში დაახლოებით 3მლნ მომხარებელს უტოლდება. თიბისი ფეის საშუალებით სერვისის მიწოდება ბიზნეს სუბიექტებს ახალ შესაძლებლობას აძლევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42