გაეროში რუსეთის სპეციალური წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი ამბობს, რომ მიუხედავად საქართველოს მცდელობისა პოლიტიკური ბატალიები გამართოს სოჭის ოლიმპიადის ირგვლივ, რუსეთი მზად არის მიიღოს ქართველი გულშემატკივრები და სპორტსმენები. ამის შესახებ ჩურკინმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე განაცხადა, სადაც წევრებმა სიმბოლური რეზოლუცია მიიღეს ოლიმპიადის მსვლელობის პერიოდში საყოველთაო ზავის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
გაეროში ქართულმა დელეგაციამ რუსეთს ბრალი კიდევ ერთხელ დასდო ოკუპაციაში და 2008 წლის ოლიმპიადის დროს დაწყებული ომი შეახსენა, რაზეც ვიტალი ჩურკინმა მიუგო, რომ ომი არა რუსეთმა არამედ საქართველომ დაიწყო.
„მსურს განვაცხადო, რომ მიუხედავად საქართველოს მცდელობისა, სოჭის ოლიმპიადის ირგვლივ ბატალიები ააგოს, ქართველ სპორტსმენებსა და მხარდამჭერებს პატივისცემით მივიღებთ“, - განაცხადა ჩურკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






