კითხვები "პლაქვენილინის" ირგვლივ - კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებები არ იგეგმება
პოლიტიკა - 18:00, 23 Apr, 2020     482

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ვერვაძის განცხადებით, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებები არ იგეგმება.

ცერცვაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაიდება სარწმუნო კვლევის შედეგები, რომელიც პლაქვენილზე უკეთ მკურნალობს კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს, პროტოკოლში ცვლილებებს დაუყოვნებლივ შეიტანენ.

"პლაქვენილი ენიშნება საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე ავადმყოფებს. ეს პრაქტიკა და გადაწყვეტილება მოდის სრულ შესაბამისობაში ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის რეკომენდაციებთან. ეს რეკომენდაციები გაცემული აქვს 28 მარტს და არ შეუცვლიათ. ასევე ეს რეკომენდაცია მოდის სრულ შესაბამისობაში მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტების და ქვეყნების მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის და სხვების მიერ მიღებულ პრაქტიკასთან. რაც ყველაზე მთავარია ამ პრაქტიკამ მაქსიმალურად გაამართლა საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში 428 პაციენტი და სულ 5 გარდაცვლილი გვყავს. ეს არის ყველაზე დაბალი ან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ციფრი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ევროპის 53 ქვეყანას შორის საქართველოს უკავია 49-ე ადგილი ავადმყოფების და გარდაცვლილთა რაოდენობით. ამავე დროს არ ყოფილა არცერთი გართულება პლაქვენილისგან. პლაქვენილის გარდა ვიყენებთ ძალიან ბევრ სხვა მედიკამენტს. თითოეულ პაციენტთან ვიყენებთ ინდივიდუალურ მიდგომას და ძალიან საინტერესო ინოვაციური მიდგომები გვაქვს. ამიტომ მარტო პლაქვენილს ამ წარმატებას ვერ მივაწერთ. მაგრამ პლაქვენილის დამსახურებაც არის ასეთი კარგი შედეგი, ამიტომ არავითარი საფუძველი არ გვაქვს ამ ეტაპზე ამ პუნქტში ცვლილების შეტანის.

მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს კვლევები სხვა მედიკამენტებზე, მათ შორის პლაქვენილზეც და თუ დაიდება სარწმუნო, დამაჯერებელი უფრო უკეთესი რეზულტატები და შედეგები სხვა მედიკამენტის, რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე, დაუყოვნებლივ შევიტანთ ცვლილებებს. ამ ეტაპზე კი ცვლილებები არ იგეგმება, რადგან უკეთესი ალტერნატივა არ არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42