„რადიო "მაესტრო" მოგმართავთ დახმარებისთვის!
კოვიდ 19 პანდემიად გომოცხადებისთანავე, ყველა მედიაში მნიშვნელოვნად მოიკლო რეკლამამ, ხარჯებმა არა! მიუხედავად დიდი საფრთხისა რადიო "მაესტროს" ჟურნალისტები ყოველდღიურად მუშაობენ, რომ საკუთარ უზარმაზარ აუდიტორიას, მიაწოდონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შემოსავლის უქონლობის გამო თანამშრომლებს ხელფასები ფაქტიურად აღარ აქვთ! მენეჯმენტი რამდენიმე თვეა ხელფასს საერთოდ არ იღებს!. სწორედ ამ უბედურების დროს როცა ჩვენს რადიოს საარსებო სახსრები განულებულია, მაშინ როცა: ანძების არენდის, ელექტრო ენერგიის და საწვავის თანხას ძლივს ვაგროვებთ, ჩვენმა ხელისუფლებამ 3000 ლარის გამო დაგვადო ინკასო!
ეს ნიშნავს რომ უსახსრობის გამო მედია გაჩერდება! უამრავი ადამიანი ვეღარ მიიღებს დაბალანსებულ და სანდო ინფორმაციას!
მოგიწოდებთ თუ ხართ ჩვენი მსმენელი თუ რადიო "მაესტრო" თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვეხმარეთ მის შენარჩუნებაში! ჩვენ მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს!
მცირედიც თანხაც კი გაგვიხანგრძლივებს მაუწყებლობას! დაბალანსებული და სანდო მედია წამალივით სჭირდება ქვეყანას!“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






