ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ მძიმე ვითარებას იყენებს და პირობას არ ასრულებს - ამის შესახებ საუბროენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც დასავლელ პარტნიორებს ღია წერილით მიმართეს და რეაგირებისგენ მოუწოდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე შეთანხმება რა თქმა უნდა ვერ იქნება ჩათვლილი შემდგარად და საარჩევნო ცვლილებებსაც შესაბამისად ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.
"ხელისუფლება ცდილობს, რომ შექმნილი ვითარება პანდემიის გამო, საერთაშორისო და ქვეყანაში შექმნილი ვითარება გამოიყენოს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მათ ამის შესაძლებლობას არ მისცემენ“, - განაცხადა სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდა ზელისუფლებაზე ზეწოლის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს:
„ევროკავშირმაც და შეერთებულმა შტატებმაც გამოთქვეს შეშფოთება ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯის შესახებ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ზეწოლა შენარჩუნდეს და ყურადღება არ შესუსტდეს საქართველოს მიმართ, იმისათვის, რომ ეს შეთანხმება განხორციელდეს, გიორგი რურუაც, ირაკლი ოქრუაშვილიც და გიგი უგულავაც გათავისუფლდნენ, საარჩევნო სისტემის ცვლილება მივიღოთ და შევიდეთ საარჩევნო კამპანიაში“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მნიშვნელოვანია, საკითხზე ყურადღება არ შესუსტდეს და „ქართული ოცნება“ იძულებული გახდეს, შეთანხმების ყველა პირობა შეასრულოს.
„ყურადღება არ უნდა მოადუნოს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ასევე საარჩევნო სისტემის ცვლილების, შესრულებული იქნას. ამ ვითარებაში, რაც არ უნდა ითაღლითოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს არ გაუვათ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






