სახელფასო კომპენსაცია უმუშევრად დარჩენილებს
სოციალური კომპენსაცია თვითდასაქმებულებს და გაჭირვებულ მოსახლეობას
დახმარება ბიზნესს გადასახადების შემცირების და მიმდინარე გადასახადების განულების გზით
საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრად შემცირება და გამოთავისუფლებული თანხების დახარჯვა სოციალური მიზნებისთვის
პოსტკრიზისულ სტადიაზე ინვესტიციების მოზიდვის და ბიზნესის გამოცოცხლების გეგმა.
"ამის გარდა დამატებით ბონუსად ჩვენ ვთავაზობთ საპენსიო ფონდის გამოყენებასაც და სწორედ ეს არის, ჩვენი ხედვით, სრულფასოვანი ეკონომიკური გეგმა, რომელიც დაეხმარება მოსახლეობას და გადაარჩენს ჩვენს ეკონომიკას.
ცუდია, რომ დღემდე არ წარმოდგენილა ასეთი გეგმა, მაგრამ დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და შევხედოთ, რას შემოიტანს მთავრობა და რამდენად შეესაბამება მათი ხედვა ყველა იმ მოთხოვნას და კრიტერიუმს, რომელიც ჩამოვთვალე", - განაცხადა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






