"პოლიტპატიმრები ისევ ციხეში არიან, ხელისუფლება პირობას არ ასრულებს"- ოპოზიციური პარტიების ღია წერილი პარტნიორებს
პოლიტიკა - 13:32, 23 Apr, 2020     807
საქართველოს ოპოზიციური პარტიები ქვეყნის პარტნიორებსა და მხარდამჭერებს ღია წერილი მიმართავენ.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ოპოზიცია-ხელისუფლების მიერ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პოლიტიკური ლიდერები კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩებიან.

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ პუნქტს პოლიტპატიმრების გათავისუფლება წარმოადგენდა, თუმცა ხელისუფლება პირობებს არ ასრულებს.

"მაშინ, როცა მთელ მსოფლიოსთან ერთად, საქართველო ცდილობს გაუმკლავდეს უპრეცედენტო პანდემიას, ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერ ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, გვსურს მოგაწოდოთ ბოლო ინფორმაცია 2020 წლის 8 მარტს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების განხორციელების შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლება აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სამწუხაროდ, 13 აპრილს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის გათავისუფლებაც გათვალისწინებული იყო 8 მარტის შეთანხმებით, 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც შეთანხმების სულისკვეთებისა და ტექსტის დარღვევა და უკან გადადგმული ნაბიჯია. 14 აპრილს, შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთეს განცხადებები სადაც მათ გამოთქვეს შეშფოთება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯის გამო და შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ მოუწოდეს.



ამის საპირისპიროდ, ოპოზიცია შეთანხმებას ზედმიწევნით იცავს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შექმნას პარლამენტში და მონაწილეობას ვიღებთ დისკუსიებში საარჩევნო კოდექსის შესახებ. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ძალისხმევა შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს თუ პოლიტიკური პატიმრები - გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი - არ გათავისუფლდებიან. როგორც კი კორონავირუსის პანდემია გადაივლის, მოვლენათა ამგვარი განვითარება გარდაუვლად გამოიწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას და გაზრდის რისკებს ოქტომბერში დანიშნული არჩევნების წინ. ჩვენი ამოცანაა რომ ეს არ მოხდეს. საგანგებო სიტუაციები არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული დემოკრატიის დასაზიანებლად. დღეს, როცა თქვენ ფოკუსირებულნი ხართ თქვენი ქვეყნების პანდემიასთან ბრძოლაზე, მოგმართავთ თხოვნით, რათა საქართველოს მთავრობას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა შეახსენოთ", - ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ: "ევროპული საქართველო", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "საქართველოს ლეიბორუსტული პარტია", პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“, სამოქალაქო მოძრაობა "თავისუფალი დემოკრატები", ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“, "ახალი საქართველო", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "ევროპელი დემოკრატები", "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება", "ქრისტიან-კონსერვატიული პარტია", მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის ვემსახურები საქართველოს", საქართველო ლიდერთა შორის მოძრაობა, სამართლიანობისთვის სამოქალაქო ალიანსი, თავისუფლებისთვის თავისუფლება, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ახალი ქრისტიან-დემოკრატები, კანონი და სამართალი, ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა, გამარჯვებული საქართველო, ახალი საქართველოსთვის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42