ქობულეთის მერია სატენდერო პირობებს, სავარუდოდ, ერთ კომპანიას არგებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო რეაგირებას ითხოვს
პოლიტიკა - 11:41, 23 Apr, 2020     541
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ქობულეთის მერიის მხრეიდან ტენდერებისს, კომპანია ჯორჯიან სტოუნის ინტერესებს შესაძლო მორგებაზე საუბრობს.

ორგანიზაცია მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვები მოიკვლიოს.

"მოიკვლიეთ ის ტენდერები, სადაც ჯორჯიან სტოუნი უკონკურენტოდ ან ტენდერებში სხვა მონაწილეების დისკვალიფიკაციის ხარჯზე იმარჯვებს. ასეთი სატენდერო პოლიტიკა კორუფციის რისკის შემცველია, თუ იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ კომპანიის დირექტორი, ბადრი რომანაძე წლების განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი იყო", - აღნიშნავენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში.

მესამე სექტორის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ კომპანია კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე იმარჯვებს ბათუმის ბულვარის შესყიდვებშიც. ორგანიზაცია წერს, რომ ჯორჯიან სტოუნის დირექტორი ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, ბადრი რომანაძეა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბადრი რომანაძის კომპანიის დირექტორად დანიშვნამდე ჯორჯიან სტოუნმა მხოლოდ ერთ ტენდერში გაიმარჯვა. ხოლო დირექტორად დანიშვნის შემდეგ ჯორჯიან სტოუნმა 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 27 ტენდერში გაიმარჯვა, ამასთან, გაუფორმდა გამარტივებული შესყიდვის (755 374 ლარის ღირებულების) ერთი ხელშეკრულება. საერთაშორისო გამჭვირვალობა წერს, რომ კომპანიამ ჯამში 18 809 434 ლარი მიიღო, რომლის 38%-ზე მეტი უკონკურენტო ტენდერებსა და პირდაპირ შესყიდვებზე მოდის.

საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, 6 184 705 ლარის ღირებულების 7 ტენდერში კომპანია უკონკურენტოდ მონაწილეობდა, ხოლო 5 ტენდერში ჯორჯიან სტოუნმა კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42