ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის განცხადებას სისულელედ აფასებს
სოც.მედია - 10:10, 07 Nov, 2013     5997

"ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და პრეზიდენტის განცხადება სისულელედ შეაფასა. "სრული სისულელეა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპის კლება ბათუმის ტექნოლოგიური უნივესიტეტის შენების გაჩერებამ გამოიწვია.

თუმცა ვინმეს ხომ უნდა დაებალანსებინა დღეს ხადური?", - წერს "ფეისბუქზე" ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ნოდარ ხადურმა ეკონომიკური პროგრესის არარსებობა სააკაშვილს დაუკავშირა, რასაც პრეზიდენტმა განცხადებით უპასუხა: "აქამდე მე ვიჯექი ამ სასახლეში და არანაირი ძალაუფლება არ მქონდა. ახლა ამ სასახლეშიც აღარ ვიქნები და ეტყობა ჩემი სული შეუშლით ხელს ეკონომიკის ზრდაში. რეალობა არის იმაში, რომ მე მინდა ეკონომიკა გაიზარდოს. საბოლოო ჯამში ჩვენ ზრდის ტემპს დავუბრუნდებით, მაგრამ წელს ჩვენ 11%-იანი ზრდა გვქონდა დაგეგმილი. ამისთვის ყველა წინაპირობა იყო. თბილისის შემოვლითი გზის პროექტი პრაქტიკულად დასრულებულია და არ უნდა შევაჩეროთ. არ უნდა შევაჩეროთ ლაზიკის პორტი, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ უნდა შეგვეჩერებინა. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ეკონომიკური ზრდა არ შეჩერდებოდა. ამას დაემატა ის, რომ ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს, რეპუტაციას სამწუხაროდ პრობლემები შეექმნა. მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს პრობლემები დროებითია. იმედია მთავრობა თავის შეცდომებზე ისწავლის და გამოასწორებს ამას. მე ამაში მათ მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42