ეს უპრეცედენტო დახმარება, რომელიც პანდემიის დასაძლევად გამოიყო, არის ნათელი დემონსტრირება ევროკავშირის და ევროპის გუნდის მთელი შემადგენლობის სოლიდარობისა მთავარი პარტნიორისა და მეგობრის მიმართ - კარლ ჰარცელი
პოლიტიკა - 20:13, 22 Apr, 2020     620

პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად და გადაუდებელი საფინანსო საჭიროებების დასაფარად ევროკომისია საქართველოს 150 მლნ ევროს ოდენობის, ხელსაყრელი პირობების სესხის პაკეტს გადასცემს.

პრემირ-მინისტრისადმი გაგზავნილ ელჩის წერილში ნათქვამია, რომ ეს არის უპრეცედენტო დახმარება და ეს არის ნათელი დემონსტრირება ევროკავშირის და ევროპის გუნდის მთელი შემადგენლობის სოლიდარობისა მთავარი პარტნიორისა და მეგობრის მიმართ.

„ბატონო პრემიერ–მინისტრო,

დღეს, როდესაც ევროკავშირი თავად განიცდის კორონავირუსის პანდემიის სიმძაფრეს, გამოწვევების დასაძლევად ის მნიშვნელოვან ზომებს მიმართავს როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მთავარ პარტნიორებთან კოორდინირებული რეაგირების საშუალებით. ასეთ დროს, სოლიდარობის გამოჩენა აუცილებელია. სწორედ, ამ სულისკვეთებით მოქმედებას ითვალისწინებს ევროპის გუნდის, Team Europe–ის მიდგომა, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების და მათი საფინანსო ინსტიტუტების, კერძოდ, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რესურსებს.

ევროპის გუნდი საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ეხმარება და ხელს უწყობს, როგორც მოკლევადიანი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას, ისე საზოგადოების და ეკონომიკისთვის უფრო გრძელვადიანი, სტრუქტურული შედეგების უზრუნველყოფას. ეს არის ნაწილი იმ მრავალმხრივი რეაგირებისა, რომელზეც საუბარია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ღია წერილში, რომელიც გამოქვენდა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის იმ შეთანხმების მიღწევამდე, რომლის მიზანიც სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიით გამოწვეული ფინანსური დანაკლისის შევსება იყო.

დღეისათვის გამოცხადდა და უკვე ხორციელდება ევროპის გუნდის მიერ საქართველოსთვის გამიზნული დახმარების ორი პაკეტი. პირველი პაკეტი, რომელიც 30 მარტს გამოცხადდა, მოიცავდა გადაუდებელი სამედიცინო მოწყობილობებისა და ტექნიკური გამოცდილების დაფინანსებას, დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერას, ასევე, მცირე და საშუალო საწარმოების ფართომასშტაბიან დახმარებას ლიკვიდურობის შენარჩუნებაში, მათ შორის, ადგილობრივ ვალუტაში. მეორე პაკეტი გამოქვეყნდა 8 აპრილს და მოიცავდა საქართველოსთვის 183 მლნ ევროზე მეტი მოცულობის დახმარების გამოყოფას სოციალურ-ეკონომიკური ზომების მხარდასაჭერად, მათ შორის, ქვეყნის ფინანსური დანაკლისის შესავსებად. დღეისათვის, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ზემოხსენებული პაკეტების საშუალებით კორონავირუსის დასაძლევად საქართველოსთვის გამოყოფილი სრული დახმარება გრანტების სახით 250 მლნ ევროს აღემატება.

ეს შესაძლებელი გახდა არსებული რესურსების მოძიების, დაჩქარებისა და არსებული პროგრამების გადამისამართების წყალობით, პანდემიის შედეგად გამოწვეული გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

სიამაყით მინდა გადმოგცეთ, რომ ევროკომისიამ გამოაცხადა მესამე პაკეტის შესახებ – 150 მილიონი ევროს ოდენობის სესხის სახით, ძალზე ხელსაყრელი პირობებით, რომ საქართველოს გადაუდებელი საფინანსო საჭიროებების დაფარვაში დაეხმაროს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენი დახმარება მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას და ისეთი სივრცის შექმნას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რესურსების მიმართვა საქართველოს მოქალაქეების დასაცავად და პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად.

ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროკომისიის მიერ გამოცხადებული წინადადების დამტკიცების შემდეგ, ევროკომისია მზად იქნება სწრაფად გადმორიცხოს პირველი ტრანში, მას შემდეგ რაც საქართველოსთან მიღწეული იქნება შეთანხმება კონკრეტული პირობების შესახებ. მეორე ტრანში შესაძლოა გადმოირიცხოს 2020 წლის მეოთხე კვარტალში ან 2021 წლის პირველ ნახევარში იმ პირობით, რომ შეთანხმებული პირობები დროულად იქნება განხორციელებული. როგორც ეს მაკროფინანსური დახმარების შემთხვევაში ხდება ხოლმე, თანხების ჩარიცხვა დამოკიდებული იქნება, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის წარმატებით განხორციელებასა და საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახსრებით სარგებლობის გაგრძელებაზე.

ეს უპრეცედენტო დახმარება, რომელიც საქართველოსთვის კორონავირუსის პანდემიისა და მისი სოციალური და ეკონომიკური შედეგების დასაძლევად გამოიყო, საფუძვლიანია და მიზნობრივი. ეს არის ნათელი დემონსტრირება ევროკავშირის და ევროპის გუნდის მთელი შემადგენლობის სოლიდარობისა მთავარი პარტნიორისა და მეგობრის მიმართ ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს.

მომდევნო დღეებში, კვირებში და თვეებში ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების იმედით,

პატივისცემით,

კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი“, - წერია პრემირ-მინისტრისადმი გაგზავნილ ელჩის წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42