"მიხეილ სააკაშვილის მთავარი საფიქრალი საქართველოა და სადაც არ უნდა იყოს იგი, საკუთარ რესურს ქართული სახელმწიფოს განვითარებას მოახმარს" - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადება
პოლიტიკა - 18:27, 22 Apr, 2020     605

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს ვიცე-პრემიერის პოსტიშესთავაზა. ამ ფაქტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

"განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსა და უკრაინის განვითარება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და მიხეილ სააკაშვილი სადაც არ უნდა იყოს, საკუთარ რესურსს ქართული სახელმწიფოს განვითარებას მოახმარს.

45 მილიონიანი სახელმწიფოს მეთაურის მიერ მსოფლიო პანდემიისა და მოსალოდნელიეკონომიკური რეცესიის პერიოდში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ევროპის უდიდესი ქვეყნის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე წარდგენა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომმიხეილ სააკაშვილი რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ გამორჩეული პოლიტიკოსია. მას აქვსსაქართველოში რეფორმების განხორციელებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისწარმატებული გამოცდილება და აღიარებული კრიზის მენეჯერია.


პრეზიდენტ ზელენსკის შეთავაზება უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ერთი ქვეყნისრეფორმატორი ლიდერი ხდება გაცილებით დიდი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირიდა გაუძღვება რეფორმებს უკრაინისა და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში.


სამწუხაროა, რომ მაშინ, როდესაც მეგობარი სახელმწიფოს მეთაური საქართველოს მესამეპრეზიდენტის როლს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს, საქართველოს ხელისუფლებამმიხეილ სააკაშვილის შეთავაზებულ და ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდმნიშვნელოვან ინიციატივებზე უარი თქვა და არ გამოიყენა მისი მაღალი დონისსაერთაშორისო კონტაქტები, კვალიფიკაცია, გამოცდილება და პოლიტიკური რესურსი.


ამავე დროს, ბევრი ისტორიული და პოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარე, საქართველოსადა უკრაინის განვითარება მჭიდრო კავშირშია. უკრაინის წარმატება უშულოდდაკავშირებულია საქართველოს წარმატებასთან. უკრაინაში განხორციელებული რეფორმები, სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ნაბიჯები უდიდეს დადებით გავლენას მოახდენსსაქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, გააჩენს ახალ და გადამწყვეტშესაძლებლობას არსებული მძიმე ვითარების დასაძლევად, რეალური ცვლილებებისგანსახორციელებლად, დააჩქარებს საქართველოს დეოკუპაციის, დემოკრატიზაციისა დაევროპული ინტეგრაციის პროცესს.


მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი მთავარი საფიქრალი საქართველოა, ჩვენი ქვეყნის მომავალი და სადაც არ უნდა იყოს იგი, საკუთარ რესურსსქართული სახელმწიფოს განვითარებასა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას მოახმარს." - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42