"ამ წინადადებასა და ჩემს გადაწყვეტილებას უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები" - სააკაშვილი უკრაინაში ვიცე-პრემიერად მიწვევაზე
პოლიტიკა - 15:52, 22 Apr, 2020     1342
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშნვის წინადადება მიიღო. როგორც უკრაინული მედია წერდა, სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში რეფორმების მიმართულებას ჩაიბარებს.

ცოტა ხნის წინ შეთავაზება ოფიციალურად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილმა და "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ამ წინადადებას და ამასთან დაკავშირებულ მის გადაწყვეტილებას უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება.

ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტ ზელენსკისგან მიღებული წინადადება, გავხდე უკრაინის ვიცე-პრემიერი რეფორმების მიმართულებით. მე ასევე, მქონდა ძალიან სასარგებლო და შინაარსობრივი საუბარი პრემიერმინისტრ შმიგალთან, რა დროსაც ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, რომლებიც უკრაინის მთავრობაში ჩემს შესაძლო მუშაობას უკავშირდება.

მე მხარს ვუჭერდი პრეზიდენტ ზელენსკის არჩევნების დროს, მას შემდეგაც, რაც ის პრეზიდენტის პოსტს იკავებს და მის გუნდთან ვაკავშირებ უკრაინის დიდ იმედებს. ამ წინადადებასა და ჩემს გადაწყვეტილებას უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები, რადგან ახლა ქვეყნისთვის არცთუ იოლი დრო დგას. წინ გვაქვს ძალიან რთული პერიოდი როგორც ეკონომიკაში, ასევე, ზოგადად, ქვეყნის ცხოვრებაში. ახლა, როგორც არასდროს, გვმართებს ვიყოთ თამამები ჩვენს გადაწყვეტილებებსა და რეფორმებში.

მე წარვადგენ უმაღლეს რადაში ჩემს წინადადებებს, კონკრეტული ცვლილებებით, როგორც პრემიერ შმიგელის სამთავრობო პროგრამის ნაწილს, რომლებიც შევიმუშავე როგორც უკრაინის ფარგლებს გარეთ, ასევე უკრაინაში ჩემი მუშაობის პერიოდში, დავეყრდენი რა როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ გამოცდილებას.

პრეზიდენტის გუნდთან ერთად, მე მზად ვარ ვითანამშრომლო უკრაინის პარლამენტში ყველა პატრიოტულ ძალასთან, საზოგადოების სხვა პოლიტიკურ ძალებთან, იმისათვის, რომ უკრაინამ მცირე დანაკარგებით გადაიტანოს მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას. იმედი მაქვს, პრეზიდენტის გუნდის საიმედო წევრი ვიქნები და შევძლებ სარგებელი მოვუტანო უკრაინას, უკრაინელ ხალხს.

ასევე, იმედი მაქვს, გამოვიყენებ ჩემს საერთაშორისო გამოცდილებას იმისთვის, რომ ვიყო სამთავრობო გუნდის სასარგებლო წევრი, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, გავამყარო უკრაინის პრესტიჟი და საერთაშორისო სტრუქტურებში ინტეგრაცია, გავითვალისწინო უკრაინის ხალხის ინტერესი და ხელი შევუწყო ქვეყანაში პროგრესს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42