"ჩვენი მოწოდებაა გავაუქმოთ საგანგებო მდგომარეობა, გავაუქმოთ კომენდანტის საათი, მაგრამ მთავრობამ შეინარჩუნოს კარანტინის რეჟიმი",- განაცხადა მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ირმა ინაშვილის თქმით, შეზღუდვები ეეტაპობრივად უნდა გაუქმდეს, რატა სრული სიდუღჭირისგან თავი ავირიდოთ. წინააღდმეგ შემთხვევაში, მოსახლეობა რთულ ვითარებაში აღმოჩნდება.
"არ არის სწორი საერთოდ საგანგებო ვითარების გაგრძელება. ყველა ამ საკითხის გადაჭრა შესაძლებელია კარანტინის პირობებშიც. გვესმის, რომ არსებობს სხვადასხვა მოდელი ქვეყნებში. სხვათაშორის შვედეთში, სადაც მეტად ლიბერალური მიდგომებია, უკეთესი შედეგებია ვიდრე ესპანეთში. ბევრ ჩემს ნაცნობს ამ პანიკიდან გამომდინარე ინფაქრტი დაემართა და პანიკას მეტი ცუდი შედეგი მოაქვს, ვიდრე ვირუსს. ჩემი თხოვნაა ნუ დავემსაგავსებით მოდელირებული ქრონიკის ავტორებს. არასწორია ეკონომიკის გაჩერება ამ დონეზე, რადგან ზიანი იქნება წარმოუდგენლად დიდი. ჩვენზე ბევრად განვითარებული ქვეყნები უკვე საუბრობენ ამაზე და ისედაც გაჭირვებული ხალხი სრულ სიღატაკეში აღმოჩნდება. მე კი ვერ დავინახე გეგმა, როგორ ამოვიყავნოთ ისინი ამ სიღატაკიდან",-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






