"ვნახეთ სრულიად გაუაზრებელი მოქმედებები, აბსურდული შეზღუდვები" - ევროპული საქართველო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს
პოლიტიკა - 14:38, 22 Apr, 2020     515
"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ.

მისი თქმით, ხელისუფლება პარლამენტს არც კი ეუბნება რა გეგმით უნდა იმოქმედონ.

"რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ გეგმასო. ჩვენგან უბრალოდ კარტ-ბლანშის მიცემას ითხოვენ, იმ პირობებში, როცა ეს ერთი თვე ვნახეთ სრულიად გაუაზრებელი მოქმედებები, ლეგიტიმური მიზეზის გამო, მაგრამ აბსურდული შეზღუდვებით, როცა ცოლ-ქმარს აჯარიმებდნენ ერთმანეთის გვერდით ჯდომისთვის და რელიგიურ ფანატიკოსებს აძლევდნენ საშუალებას, მაღალი რისკები შეექმნათ საკუთარი თავისთვის და დანარჩენი საზოგადოებისთვის", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, მთავრობას არ აქვს ეკონომიკური გეგმა მოსახლეობის დასახმარებლად:

"როცა გაუგებარი იყო, რატომ ხურავენ ერთ ბიზნესს და მეორეს არა, როცა საერთოდ არ აუხსნიათ. რატომ ზღუდავენ ახლა მანქანებით გადაადგილებას? როგორ ეხმარება ეს ქვეყანას, როცა პირიქით, უმძიმებს ვითარებას ყველაზე უფრო გაჭირვებულ, ან მშრომელ ადამიანებს? რა არის 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათის გამართლება? არაფერზე პასუხი არ გვაქვს, არ გვაქვს ეკონომიკური გეგმა, არც გადასახადების დაწევაზე, არც პირდაპირ დახმარებაზე, არც საპენსიოს დაბრუნებაზე", - ამბობს ბოკერია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42