დღეს დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება სეეზღუდება. კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების გამო, შეზღუდვა შეეხებათ: 10 საათიდან 15 საათამდე: სოფელ დიღომის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე: აგლაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე: ქეთევან წამებულის, საექიმოს, ნავთლუღის, უჯარმის, ჭრელაშვილის, ჰოსპიტლის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე: ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, გეოლოგების, სადგურის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 16 საათამდე: ახვლედიანის, ორხევის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე: უნივერსიტეტის, ეულის, ფხაკაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე: ფურცელაძის, ფხოვის, ჭანტურიას, ათონელის, თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. "თელასის" ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტრომომარაგება აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები






